პოსტის დატოვების შემდეგ პირველ ვრცელ წერილში ტრამპი რესპუბლიკელ ლიდერს აკრიტიკებს
ფოტო: Getty Images
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სენატში რესპუბლიკელთა ფრაქციის ლიდერს, მიტჩ მაკკონელს აკრიტიკებს. პოსტის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველი ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც მაღალი რანგის რესპუბლიკელს "პირქუში" უწოდა.
მიტჩ მაკკონელი წლების განმავლობაში სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერია. სენატორმა ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, დონალდ ტრამპი მორალურ პასუხისმგებლობას ატარებს.
სენატორის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ვრცელი წერილი გაავრცელა. ტრამპის თქმითვე, იმის გამო, რომ მაკ-კინლეის პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე აკლდა, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაკარგა. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, სენატორი "ემუდარებოდა", რომ არჩევნებზე მისი კამპანიისთვის მხარი დაეჭირა.
"მიტჩი არის პირქუში პოლიტიკანი. თუ რესპუბლიკელი სენატორები მისი ერთგულნი დარჩებიან, გამარჯვებას ვერასდროს იხილავენ. ასეთი პოლიტიკური "ლიდერებით", როგორიცაა მიტჩ მაკკონელი, რესპუბლიკური პარტია ვეღარასდროს მოიპოვებს პატივისცემასა და ძლიერ პოზიციებს", — აღნიშნულია ტრამპის წერილში.
დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის განმავლობაში მიტჩ მაკკონელთან კარგი ურთიერტობა ჰქონდა. თუმცა როგორც BBC წერს, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.
მაკკონელი აცხადებდა, რომ დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ პრეზიდენტთან აღარ ულაპარაკია, ხოლო კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა.
13 თებერვალს სენატმა დონალდ ტრამპი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულა. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა 57-მა სენატორმა მისცა, მათ შორის ექვსი რესპუბლიკელი იყო. თუმცა საბოლოო იმპიჩმენტისთვის ეს არ იყო საკმარისი, რადგან ტრამპი 100-დან სულ მცირე 67 სენატორს უნდა გაემტყუნებინა.
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები