სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის პორშეს ეპიზოდზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს
ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge
დღეს საქალაქო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის პორშეს ეპიზოდზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს. პროკურატურა არხის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პორშეს მარკის ავტომანქანის უკანონონო გზით შეძენას ედავება, რამაც მათი თქმით, ტელეკომპანიის ინტერესები დააზარალა.
"არ შემიძენია [პორშეს მარკის ავტომობილი, რაც დავაში ფიგურირებს]. შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას. ეს პორშე არასდროს ყოფილა საკუთრებაში. [...] იყო სარეკლამო ფირმის საკუთრებაში, მქონდა განვადების ხელშეკრულება, გადმოვიდოდა ჩემს საკუთრებაში მაშინ, როდესაც გადავიხდიდი სრულად ყველაფერს და შესაბამისად, სარეკლამო ფირმა გადაუხდიდა რუსთავი 2-ს", — განაცხადა გვარამიამ პროცესზე შესვლამდე.
მისივე თქმით, მას შეეძლო აღნიშნული ავტომანქანა სხვაგვარად ეყიდა და ამისთვის "ჩალიჩი" არ სჭირდებოდა.
"მე რო პორშე მდომოდა რუსთავი 2-ის ხარჯზე, ჩალიჩი არ დამჭრდებოდა, პრემიად გამოვიწერდი ერთ პორშეს და დავასრულებდი. ამაზე უფრო დიდი პრემიები მიმიცია ჩემი თანამშრომლებისთვის, საკუთარი თავისთვის არა. რად მინდოდა ჩალიჩი, სარეკლამო კომპანიის ფირმების, შუამავლების, ხელშეკრულებების მეშვეობით, პრემიად გამოვიწერდი პირდაპირ მარტივად", — განაცხადა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, დღეს, განხილვის დროს ბრალდების მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებები დაცვის მხარის არგუმენტებს უფრო ამყარებდა.
"ჩვენ შევედით ბრალდების მიერ მოწვეული მოწმეების დაკითვაზე და რეალურად, გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით. აი, ასე ჩამოეშლება პროკურატურას ყველა მონაკვეთში ეს საქმე", — განაცხადა გვარამიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ბრალდების მოწმეებმა დაადასტურეს მათი სიმართლე.
"რეალურად, დღეს ბრალდების მხარის მოწმეებმა მისცეს სასამართლოს ჩვენება, რომელიც არა თუ ადასტურებს ან ამყარებს ბრალდებას, არამედ პირიქით, ესაა ინფორმაცია, რომელიც ცალსახად ადასტურებს დაცვის პოზიციის სისწორეს, რომ რეალურად მთავარი ამ ტრანზაქციაში არის ის, რომ რუსთავი ორმა მიიღო სარგებელი და არა ზიანი", — განაცხადა საძაგლიშვილმა.
საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ თავად აარჩია კონკრეტული მანქანა პორშეს ცენტრში, რომლის სანაცვლოდაც ის რუსთავი 2-ზე რეკლამას განათავსებდა.
"დღევანდელი მოწმეები დაიკითხნენ Porche Macan S-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნულ მოწმეებს რა ჩვენებაც ჰქონდათ გამოძიებისთვის მიცემული, ანალოგიურად დაადასტურეს, რომ ნამდვილად ნიკა გვარამია იმყოფებოდა ე.წ. პორშეს ცენტრში, პირადად აარჩია მანქანა და პირადად გადაწყვიტა აღნიშნული მანქანის შეძენა ბარტერის გზით. კერძოდ რუსთავი 2-ზე განსათავსებელი რეკლამის სანაცვლოდ, მას უნდა შეეძინა ავტომობილი, ამით რუსთავი 2 სარგებელს ვერ მიიღებდა, კერძო პირს რჩებოდა სარგებელი", — განაცხადა პროკურორმა.
რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ ნიკა გვარამიაზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო.
2019 წლის 11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
მალევე რუსთავი 2-ის საქმეზე პროკურატურამ მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი მანქანის ეპიზოდით დაუმძიმა. უცვლელად გთავაზობთ პროკურატურის ვერსიას, რომელიც ამ საქმის გამოძიების ფარგლებში 2019 წელს გამოქვეყნდა:
2019 წლის თებერვალში შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პორშეს ცენტრში მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის — ზ.გ.-ს [ზუკა გუმბარიძე] მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ.
ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. ბარტერზე დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს პროესკო მედიას მეშვეობით.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, პორშეს ცენტრსა და შპს პროესკო მედიას შორის გაფორმდა ავტომანქანა Porche Macan S-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით — 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს პროესკო მედია დაფიქსირდა.
იმავე დღეს, პორშეს ცენტრსა და შპს პროესკო მედიას შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით — 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს შპს პროესკო მედიას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა რუსთავი 2-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი Porche Macan S ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას, 2019 წელს პროკურატურამ ბრალი რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის მოტივით წაუყენა. მას მალევე თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
2019 წელს რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი წარედგინა ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილსაც. მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ედავებოდნენ.
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება
-
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
გადახედვა
-
როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი
-
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
გადახედვა
-
ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას" ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას"
გადახედვა
-
მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
გადახედვა
-
21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება 21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში
გადახედვა
-
"პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!" — დავით თედორაძე მზია ამაღლობელზე "პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!" — დავით თედორაძე მზია ამაღლობელზე
გადახედვა
-
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს 2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
გადახედვა
-
ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი
გადახედვა
-
რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა
გადახედვა
-
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
-
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს
გადახედვა
-
სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
-
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
-
ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა
გადახედვა
-
"ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით
გადახედვა
-
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას
გადახედვა
კომენტარები