მელაშვილის შეურაცხყოფის მიზეზი მაღალი თანამდებობის პირებისა და მედიის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა — HRC და მედიის ინსტიტუტი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Sophie Samushia / On.ge
ადამიანის უფლებათა ცენტრი და მედიის ინსტიტუტი აცხადებენ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის მაღაზიაში, პროვოცირებულია მაღალი თანამდებობის პირებისა და მედიასაშუალებების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით.
"უდანაშაულობის პრეზუმფციის საკანონმდებლო გარანტია ემსახურება ბრალდებულის უფლებების დაცვას არა მხოლოდ სამართალმწარმოებელ ორგანოებში, არამედ საზოგადოებაშიც", — ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, მისი დაწყებიდან დღიდან, სახელისუფლებო ძალები, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, პოპულისტური შინაარსის შეფასებებს ავრცელებდნენ.
"ე.წ. კარტოგრაფების საქმის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაწყება და მის ირგვლივ სახელისუფლებო ძალებისა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების შეფასებების ძირითადი ნაწილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით კეთდებოდა, რასაც ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური შინაარსი ჰქონდა და საზოგადოების აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების თქმით, მედია, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით, ჩრდილს აყენებს საკუთარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
"უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ შეიძლება, განხილულ იქნას როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების სფერო", — აცხადებენ ორგანიზაციები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი და მედიის ინსტიტუტი მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებას, თავი შეიკავონ პოპულისტური კომენტარებისგან, არ შელახონ კონკრეტული ადამიანების უფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირიქით, ორგანიზაციების მოწოდება ხელისუფლებამ საჯაროდ დაგმოს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ფაქტები და გააკეთონ ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდამჭერი განცხადებები.
ორგანიზაციები მიმართავენ მედიასაშუალებებსაც და მოუწოდებენ, ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას გაითვალისწინონ საზოგადოების მიერ მათ მიმართ აგრესიის შესაძლო რისკი.
"მედიასაშუალებებმა უნდა უზრუნველყონ საქმის გაშუქება ისე, რომ მასში არ იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ", — აცხადებენ ისინი.
ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის მაღაზიაში 1-ელ თებერვალს მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით, მელაშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც "პროვოკაციებს აწყობს ხოლმე".
ივერი მელაშვილი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მეორე ბრალდებულთან, ნატალია ილიჩოვასთან ერთად გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გაიგეთ მეტი:
- ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
- პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს მელაშვილს ან ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, მათ შექმნეს ძალადობრივი გარემო — კაპანაძე
- მელაშვილს განზრახ დაატარებენ თავშეყრის ადგილებში, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს — ვოლსკი
- ნაგვის თავზე დაყრა თურმე გამოხატვის თავისუფლება იყო და მელაშვილის ინციდენტი უმძიმესი თავდასხმა — მდინარაძე
- არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით მისაღები არაა, უნდა გაემიჯნოს ყველა — მდინარაძე მელაშვილზე
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები