ხმაური იყო დღეს ჩხოროწყუს მერიასთან, სადაც მერის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ჩხოროწყუს მერიის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მერთან, დათო გოგუასთან შეხვედრა და მისი თანამდებობიდან გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მერიის შენობის წინ შეკრებილები მერის გადადგომას სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოს გამო ითხოვენ, სადაც ჩანს, როგორ ალაგებინებენ არასრულწლოვნებს მერიის საპირფარეშოს.
აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მერიაში შესვლასა და გოგუასგან განმარტებების პირადად მოსმენას ითხოვდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ პოლიციამ არ მისცა.
"საქართველოს პატრონი აღარ ჰყავს. საქართველო არის უზურპირებული, ჩხოროწყუ კონკრეტულად, დათო გოგუას მიერ და რამდენიმე თანააქტივისტების მიერ, რომლებიც მეფეებადაც თვლიან საკუთარ თავს. მე, ლია ჭითანავას და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ გვაძლევენ საშუალებას შევიდეთ საკრებულოს შენობაში. აქციის მონაწილეების სახით მივმართავთ ნინო ლომჯარიას, ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს ვითარებას, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩხოროწყუში", — აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რამაზ გულუა.
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის შენობაში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარებინეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბავშვები საპირფარეშოს ასუფთავებენ. ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ On.ge-ს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. მან გვითხრა, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ შენობაში და სხვადასხვა გაწმენდით სამუშაოს აწარმოებდნენ. გოგუას განცხადებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა", ვინც შემხებლობაში იყო ამბავთან.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. შშს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები