ქობულეთის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანია ტენდერებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს — TI
ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია ჯორჯიან სტოუნი ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს. TI-ს ცნობით, კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5 837 734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო.
ორგანიზაციაში, ასევე, აცხადებენ, რომ გასულ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში ჯორჯიან სტოუნისთვის მორგებულ სატენდერო პირობებსა და სხვა საეჭვო გარემოებებზე მათ კვლევას, შესაბამისი ორგანოებისთვის გამოძიებისკენ მოწოდების მიუხედავად, რეაგირება არ მოჰყოლია.
მათივე თქმით, ჯორჯიან სტოუნთან დაკავშირებით საეჭვო ტენდენცია ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შესყიდვებშიც გამოიკვეთა.
"კომპანიამ 2020 წელს ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ 3 სახელმწიფო შესყიდვაში პრეტენდენტებს დაბალი ფასის შეთავაზებით აჯობა, თუმცა საბოლოოდ, ხელშეკრულებები კომპანიასთან იმაზე დიდ თანხებზე გაფორმდა, ვიდრე ეს სხვა პრეტენდენტებმა წარადგინეს. მეტიც, ხელშეკრულებების თანხამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. საეჭვო გარემოებებია ჯორჯიან სტოუნთან გაფორმებულ მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც. ყურადღებას იქცევს ამ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების რაოდენობაც",— აცხადებენ TI-ში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გარემოებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დაინტერესების საგანი ამჯერად მაინც უნდა გახდეს.
6 მილიონამდე ლარი ქობულეთის შესყიდვებიდან 2020 წელს
TI-ს ინფორმაციით, 2020 წელს ჯორჯიან სტოუნმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 მსხვილი შესყიდვიდან 5 837 734 ლარი (ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული მთელი შემოსავლის 58%) მიიღო. ერთ მათგანში (ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4,7 მილიონი ლარი იყო) კონკურენტს დისკვალიფიკაცია მისცეს.
"ჯორჯიან სტოუნით დაინტერესება სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია: ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის ტენდერში მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანია Award-ს, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარით დაბალი ფასი შესთავაზა და ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიას კონტრაქტი 4 637 636 ლარზე გაუფორმა, რაც მცირედით ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4 773769 ლარი) მცირედით ჩამორჩებოდა. 2019 წელს ზღვისპირა პარკის მშენებლობის პირველი ეტაპის ტენდერიც ჯორჯიან სტოუნმა მოიგო და 2 770 077 ლარი მიიღო", — განმარტავენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ქობულეთის მერიამ კი, ჯორჯიან სტოუნთან საქმიანი ურთიერთობა სწორედ რომანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო: ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2015-2020 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესყიდვებიდან კომპანიამ 24 647 168 ლარი (ტენდერებიდან მიღებული სრული შემოსავლის 65%) მიიღო, აქედან 6 მილიონ ლარზე მეტი — უკონკურენტო პირობებში.
საეჭვო გარემოებები ფოთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში
TI-ში, აგრეთვე, აცხადებენ, რომ 2020 წელს საეჭვო იყო ჯორჯიან სტოუნის წარმატება ფოთისა და თერჯოლის მუნიპალიტეტების შესყიდვებშიც — 4 შესყიდვაში კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულებები იმაზე მეტ თანხაზე (3 074 239 ლარი) გაუფორმეს, რასაც ყველაზე მაღალი ფასის მქონე კონკურენტები სთავაზობდნენ შემსყიდველს. ფოთის 3 შესყიდვის შემთხვევაში კი, ხელშეკრულებების თანხამ ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა:
ფოტო: TI
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჯორჯიან სტოუნმა სატენდერო კომისიას ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები სწორედ იმ თანხის გათვალისწინებით მიაწოდა, რაც ტენდერებში მონაწილეობის დროს მიუთითა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან არ ჩანს, რატომ გაუფორმეს მას ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ფასით.
"ასე მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძვირადღირებული შესყიდვის შემთხვევაშიც — ჯორჯიან სტოუნმა თვითმმართველობას სამუშაოების ყველაზე დაბალ ფასად შესრულება შესთავაზა, რამაც გამარჯვება მოუტანა, თუმცა ხელშეკრულება კონკურენტის ფასზე მეტ ოდენობაზე გაუფორმდა", — აღნიშნავენ TI-ში.
მათივე თქმით, ეს გარემოებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის პრინციპებსა და სამართლებრივ ჩარჩოებს ეწინააღმდეგება, რადგან სამართლიანი კონკურენციის პირობებს და ელექტრონული ტენდერის გამართვის სხვა მიზნებს უგულებელყოფს.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხივე შესყიდვის პირობებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა (NAT200003262 — 7-ჯერ, NAT200002538 — 4-ჯერ, NAT200008970 — 2-ჯერ, NAT200007696 — ერთხელ). ამასთან, ფოთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ყველაზე მსხვილი შესყიდვის (NAT200002538) დოკუმენტი მხარეებმა შეცდომის არსებობის გამო 2-ჯერ შეცვალეს. ჯორჯიან სტოუნთან დადებული ხელშეკრულება შეცდომის გამო შეცვალა თერჯოლის მუნიციპალიტეტმაც", —აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში.
TI-ში, ასევე, აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სატენდერო კომისიებს არ აქვს ატვირთული, თუ რა შეცდომები დაუშვეს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს.
"აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებების უმრავლესობა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადავადებას ეხება", — ამბობს TI.
მათივე თქმით, ტენდერების გარდა, ფოთის მუნიციპალიტეტმა, გამარტივებული შესყიდვის გზით, სწორედ ჯორჯიან სტოუნი შეარჩია, რომ მას დაესრულებინა დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოასფალტების პირველი ეტაპის სამუშაოები — მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამგვარი შესყიდვის აუცილებლობა იმ გარემოებით განუმარტა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ტოპგრუპმა აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და აუცილებელი იყო სამუშაოების პირველი ეტაპი სწორედ ჯორჯიან სტოუნს დაესრულებინა. სააგენტოს თანხმობის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა ჯორჯიან სტოუნს 599 216 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.
TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მოუწოდებს, ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები