15 გენიალური იდეა, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს გადაგვიჭრიდა
ფოტო: Reddit
ხანდახან, ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ კაცობრიობამ განვითარების წარმოუდგენელ საფეხურებს მიაღწია, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც არის ათას ერთი წვრილმანი, რომელიც ნერვებს გვიშლის და გამოსავალსაც ვერ ვპოულობთ.
საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით ასეთი უმნიშვნელო პრობლემების მოგვარების კრეატიულ გზებზე ფიქრს ფუჭად არ თვლიან. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ საინტერესო მაგალითს წარმოგიდგენთ, რომლებიც შეიძლება თქვენც გაწუხებდათ ან იმდენად მიეჩვიეთ მათთან ერთად ცხოვრებას, რომ აქამდე არც წარმოგედგინათ, მათი მოგვარება თუ ასე მარტივად შეიძლებოდა.
1. სერბეთში ისტორიული ნაგებობის შემორჩენილი ნანგრევი ამ სპეციალური დაფის საშუალებით თავდაპირველი ზომითა თუ ფორმითაც შეგიძლია აღიქვა
2. ნორვეგიაში ბოთლებისა თუ თუნუქის ქილების ჩაბარებით მცირე თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი, რითიც ხშირად უსახლკაროები სარგებლობენ. ამიტომაც სანაგვე ურნებს ასეთი სპეციალური დასამაგრებელი აქვს, რათა ნაგვის გადაყრის დროს იქ დატოვო ბოთლი, რომ შემდეგ ვინმეს ურნაში ქექვა არ მოუწიოს
3. მატარებლის სადგურში მობილურის ელემენტის დატენვა ამ საქანელაზე ნებისმიერ მსურველს ქანაობით შეუძლია
4. თუ თქვენც ვერ უგებთ ხოლმე თავსა და ბოლოს ზეწარს, იქნებ პეტიციის შედგენაზე ვიფიქროთ, რომ ყველა მწარმოებელმა კომპანიამ აი, ასე მარტივად მიუთითოს ინსტრუქცია
5. ამ პარკში ეს სკამი ლიანდაგზე მოძრაობს, რათა მზესთან ერთად დამსვენებელიც გადაადგილდეს და ჩრდილი არსად გაექცეს
6. ამ მაცივარში რაიმეს დიდხანს ძებნა არც კი დაგჭირდება: მოძრავი თაროების საშუალებით ყველაფერს უცებ მისწვდები
7. ამის გამომგონებელი ნობელის პრემიასაც იმსახურებს: სკამი, რომელსაც ზურგჩანთის გადასაკიდი აქვს
8. ეს რესტორანი კლიენტებს, რომელთა ბავშვებიც სტუმრობისას კარგად იქცეოდნენ, ფასდაკლებას სთავაზობს
9. ბერლინის ერთ-ერთ მუზეუმში ნახატების "ხელშესახები" ვერსიებიცაა გამოფენილი, რათა უსინათლო დამთვალიერებლებმა შეხებით მოახერხონ მათი აღქმა
10. სინგაპურში მოხუცებსა და შშმ პირებს სპეციალური ბარათი აქვთ, რომლის გამოყენებით ზებრაზე გადასვლისას შუქნიშანი უფრო მეტ დროით ანთებს წითელ შუქს ავტომობილებისთვის და მათაც შესაძლებლობა აქვთ, ნელა გადაკვეთონ გზა
11. ამ იაპონურ მატარებელში ფანჯრის მხარეს მოხვედრაზე აღარავინ იკლავს თავს, რადგან ყველა სავარძელი ისეა განთავსებული, რომ მგზავრებს პეიზაჟისთვის თვალის მიდევნება ყოველთვის შეეძლოთ
12. ეს აბების ფლაკონი აჩვენებს, თუ როდის გაიხსნა ბოლოს, რითიც პაციენტს არ დაავიწყდება, თუ როდის მიიღო ბოლოს მედიკამენტი
13. ვიღაცას უნივერსიტეტმა საფულეშიც რომ კოხტად ჩაეტევა, იმ ზომის დიპლომი გამოუგზავნა
14. როცა საჭმლის მომზადებისას არ იცი, თუ სად წაიღო ცხიმით დასვრილი აღჭურვილობა, რადგან ჯერ ისევ გჭირდება მისი გამოყენება
15. ჭადრაკის ამ ფიგურებზე კი მათი სვლების "შპარგალკაა" დატანილი, რაც დამწყებებს ძალიან გაუმარტივებს წესების დასწავლას
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა















კომენტარები