პირველი ადამიანები ამერიკაში მოშინაურებულ ძაღლებთან ერთად დასახლდნენ — კვლევა
პირველმა ადამიანებმა, რომლებიც ამერიკაში დასახლდნენ, სავარაუდოდ, ახალ კონტინენტზე მათი თანმხლები ოთხფეხა მეგობრები — ძაღლები მიიყვანეს. ახალი კვლევის თანახმად, ძაღლების წარმოშობის შესახებ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა და დიდი ბრიტანეთის დურჰამის უნივერსიტეტის არქეოლოგმა, დოქტორმა ანჯელა პერიმ, უხელმძღვანელა უძველესი ადამიანებისა და ძაღლების არქეოლოგიურ და გენეტიკური ნიმუშების კვლევის პროცესს.
მათ დაადგინეს, რომ პირველყოფილ ადამიანებს, რომლებიც 15 000 წლის წინ გადავიდნენ ამერიკის კონტინენტზე და აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთური წარმოშობა ჰქონდათ, თან ძაღლები ახლდათ.
მკვლევრების თქმით, ამ აღმოჩენის თანახმად, ძაღლების მოშინაურება, სავარაუდოდ, მოხდა ციმბირში 23 000 წლის წინ. საბოლოოდ, პირველყოფილმა ადამიანებმა ძაღლებთან ერთად იმოგზაურეს, როგორც დასავლეთით დანარჩენ ევრაზიაში, ასევე აღმოსავლეთით ამერიკაში.
ამერიკა იყო ერთ–ერთი უკანასკნელი რეგიონი მსოფლიოში, რომელზეც ადამიანები დასახლდნენ. ამავე დროს, ძაღლები არიან მოშინაურებული მგელები და სავარაუდოდ, სხვადასხვა როლს ასრულებდნენ ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში, ამერიკის კონტინენტზე.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა ანგელა პერიმ, დურჰამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის განყოფილებაში, თქვა: "დიდი ხანია მრავალი კითხვა არსებობს ძაღლების მოშინაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ისეთი მოსაზრებებიც, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილი იყო."
ციმბირში ძაღლების მოშინაურება პასუხობს ბევრ კითხვას, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა, ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის წარმოშობის შესახებ. არქეოლოგიური და გენეტიკური მასალების შეგროვებით, მკველევარებმა უფრო ნათელი სურათი დაინახეს, მათი აზრით, ძაღლები მოშინაურდნენ ციმბირში, შემდეგ გაიშალნენ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში.
გენეტიკოსმა და კვლევის თანაავტორმა, ლორან ფრანციმ თქვა: "ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ძაღლების მოშინაურება არ მომხდარა ამერიკაში."
უძველესი ძაღლების გენეტიკურ ნიმუშებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ახლა იციან, რომ ძაღლები უნდა მოშინაურებულიყვნენ სადმე ციმბირში, მანამ ადამიანები ამერიკაში დასახლდებოდნენ.
უძველესი ადამიანების და ძაღლების შესახებ მტკიცებულებები ხელს უწყობს ძაღლების უძველესი ისტორიის გაგებას. ახალი მტკიცებულებები ციმბირზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაზე მიგვითითებს, როგორც სავარაუდო რეგიონზე, სადაც ძაღლების მოშინაურება დაიწყო.
მკაცრი კლიმატური პირობები, ამ ეპოქის განმავლობაში, შესაძლოა, გახდა მიზეზი ადამიანისა და მგლების პოპულაციების სიახლოვის. ამ მზარდმა ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, საფუძველი დაუდო ურთიერთობას ამ სახეობებს შორის, რომლითაც საბოლოოდ, ძაღლების მოშინაურება გახდა შესაძლებელი.
როგორც კვლევის თანაავტორი და არქეოლოგი — დევიდ მელცერი ამბობს: "ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ პირველ ამერიკელებს უნდა ჰქონოდათ ნადირობის კარგი უნარები, გეოლოგიური ცოდნა, თუ როგორ უნდა ეპოვნათ ქვები და სხვა საჭირო მასალები. ძაღლები, რომლებიც მათ ახლდათ, შესაძლოა, ისეთივე კულტურული რეპერტუარის ნაწილი ყოფილიყვნენ, როგორც ქვის იარაღები ნადირობისთვის."
მოშინაურების შემდეგ, ძაღლებმა დიდი როლი ითამაშეს ადამიანთა საზოგადოებებში, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია კულტურათა ისტორიასთან.
მომავალი არქეოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევები ცხადყოფს, თუ როგორ წარმოიშვა ამგვარი ურთიერთობა ადამიანებსა და ძაღლებს შორის და როგორ მოხდა ძაღლის ჯიშების წარმატებით გავრცელება მთელ მსოფლიოში.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of America of America (PNAS).
კომენტარები