გადახდის საშუალებები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, იცვლებიან და ევოლუციას განიცდიან. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტებიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით შეიცვალა. დღეს ბევრი ციფრული ფულის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებს.

კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია. მათი დიდი ნაწილი სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველანაირი შუამავლის, ცენტრალური ბანკის თუ სახელმწიფოს გარეშე შეგვიძლია.

კრიპტოვალუტის შექმნა კი ყველას შეუძლია და მისი შექმნით კერძო კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაც ერთგვარ იდეოლოგიურ ბრძოლამდეც შეიძლება მივიდეს. ჩნდება შეკითხვა, ვის ექნება ფულზე კონტროლი — სახელმწიფოს, კერძო სექტორს თუ ის სრულად დეცენტრალიზებული შეიძლება გახდეს?

ამის პარალელურად, კრიპტოვალუტების ფასი კვლავ იზრდება, ოდესღაც არაფრისგან აღმოცენებული კრიპტოვალუტის სისტემის ღირებულებამ იანვარში რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

რა იქნება შემდეგი და როგორი შეიძლება იყოს ფულის მომავალი, ამ საკითხების გარკვევას ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შევეცდებით, ესენი არიან: ლაშა ანთაძე — დეცენტრალიზებული სისტემის Shelf.Network-ის დამფუძნებელი და გიორგი გვაზავა, CryptX Wallet-ის გენერალური დირექტორი.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts