ესტონეთს ისტორიაში პირველად ქალი პრემიერმინისტრი ეყოლება. ქვეყნის ორი უმსხვილესი პარტია სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა. 14-მინისტრიან კაბინეტში პარტიები კანდიდატებს თანაბრად წარადგენს.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კორუფციის სკანდალის ფონზე პრემიერმინისტრი, იური რატასი გადადგა.

კაია კალასი, რომელიც რეფორმების პარტიის ლიდერია, ცენტრისტულ პარტიასთან ერთად ჩამოყალიბებულ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. ერთობლივ განცხადებაში პარტიებმა განაცხადეს, რომ შექმნიან მთავრობას, რომელიც გააგრძელებს ეფექტურად გადაჭრას Covid-19-ის კრიზისი, შეინახოს ესტონეთის პერსპექტივა და იზრუნებს ყველა სფეროს განვითარებაზე.