აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi კვლავ ბრუნდება 2021 წლის პირველი შეხვედრით
ფოტო: აჭარაბეთი
აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს 2021 წლის პირველ შეხვედრას.
ღონისძიება ხუთშაბათს, 28 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ისევ და ისევ Zoom პლატფორმის მეშვეობით. პარალელურ რეჟიმში კი მოხდება ივენთის მსვლელობის ლაივსტრიმი ღონისძიების ოფიციალურ Facebook გვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები, რომელთა შემდეგაც ღონისძიება უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს.
Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა ვირტუალური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და, შესაბამისად, საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას მოცემულ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi
ფოტო: აჭარაბეთი
28 იანვრის შეხვედრაზე სპიკერი პავლე მგელაძე იქნება. პავლე ამაზონის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია. ის პირველი ქართველია ამაზონში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე. პავლემ აქ მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Emory-ის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი მიიღო. თავდაპირველად ამაზონში მისი კარიერა Trade-in გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ახლა კი ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია ან, როგორც თვითონ განგვიმარტავს თავის საქმიანობას უფრო მარტივ ენაზე, ახალ ტექნოლოგიებს იყენებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად.
პავლეს მოხსენების სათაური ProductTank Tbilisi-ის ამ შეხვედრის ფარგლებში იქნება: ამაზონის წარმატების მთავარი მექანიზმი —როგორ ვაქციოთ მომხმარებელი კომპანიის "მმართველად". თავისი მოხსენებით პავლე გვიამბობს თუ რა უნიკალურ მექანიზმებს იყენებს ამაზონი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ამაზონი მომხმარებელთათვის ერთერთი ყველაზე საყვარელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს ის მექანიზმებია, რომელთა გამოყენებაც ამაზონმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი თანამშრომლების რაოდენობა 100 ადამიანსაც კი არ აღემატებოდა და მისი სერვისი სულ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებდა. დღესდღეობით, ამაზონის თანამშრომელთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება და მისი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა 150-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი — ზემოთხსენებული მექანიზმები კი, რომლებსაც პავლე კონფერენციაზე აუდიტორიას გაუზიარებს, კვლავაც უცვლელი რჩება.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს Lupi AI-ის აღმასრულებელი დირექტორი და EBG.ge-სა და Order24.ge-ს მმართველი საბჭოს წევრი — ირაკლი ვეკუა.
ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები