ასეთ ჭორიკანა ადამიანს მე და ჩემი პარტნიორები არც ხელს ჩამოვართმევთ, არც შეხვედრაზე დავუძახებთ — ხაზარაძე ელისაშვილზე
ფოტო: ლელო
ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადამიანს, რომლის ერთადერთი დავალებაა ქართული ოცნებიდან არეულობა შეიტანოს ოპოზიციის ბრძოლაში, ის, მისი პარტნიორები და მეგობრები არც ხელს ჩამოართმევენ და არც შეხვედრაზე დაუძახებენ.
"არანაირი ერთობა არ გამოვა, არანაირი კოალიცია არ გამოვა, თუ იქ არ არსებობს სისუფთავე, არ არსებობს ურთიერთობა, არ არსებობს სიტყვის ფასი. ამიტომ, მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ მატყუარას და ასეთ ჭორიკანა ადამიანს, რომელის ერთადერთი დავალებაა ქართული ოცნებიდან, რომ არეულობა შეიტანოს იმ სამართლიან ბრძოლაში, რასაც გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, მე პირადად, ჩემი პარტნიორები და ჩემი მეგობრები არც ხელს ჩამოვართმევთ, არც შეხვედრაზე დავუძახებთ.
მას აქვს ერთადერთი გზა — შეუერთდეს ოცნებას, გახდეს მათი წევრი ოფიციალურად, იმიტომ, რომ მან გადააჭარბა, კიდევ ვიმეორებ, მე არ მეგულება ოცნებაშიც კი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ასე ღვარძლი ამოანთხიოს ", — განაცხადა ხაზარაძემ მთავარი არხის ეთერში.
ღამის კურიერის ეთერში ლელოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხაზარაძემ უარყო ელისაშვილის განცხადება, რომ ოპოზიციის დახურულ შეხვედრაზე მის კითხვაზე, რა ხდება მეორე სცენარში, უპასუხა: "ომია, ძმაო, და რაღაც იქნება". ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს მართლა მოხდა, რის გამოც ხაზარაძემ მას მატყუარა უწოდა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
"ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო? ალეკო ვარ ელისაშვილი", — ასე უპასუხა მან ხაზარაძის მიმართვას: "დამანახეთ ეს არარაობა".
პოლიტიკოსები ერთმანეთს უყვიროდნენ და სკამებიდან წამოდგნენ. მათ შორის ტელეწამყვანები, დაცვის წევრი და გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ჩადგნენ, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა. ელისაშვილმა ყვირილი და ხაზარაძის კრიტიკა გააგრძელა. ეთერი სარეკლამო ჭრით შეწყდა, რის შემდეგაც სდუტიაში მხოლოდ ელისაშვილი და ხვიჩია დაბრუნდნენ.
ამავე თემაზე:
-
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა
გადახედვა
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
-
პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია
გადახედვა
-
ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს
გადახედვა
-
ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
გადახედვა
-
ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
-
App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა
გადახედვა
-
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
გადახედვა
-
მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
-
მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი? NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
-
გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან
გადახედვა
-
პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
გადახედვა
-
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის
-
ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში
კომენტარები