MIT-ის ახალი ელექტროთვითმფრინავის კონცეფციის წყალობით, გამონაბოლქვი შესაძლოა 95%-ით შემცირდეს
MIT-ის ინჟინრებთა ჯგუფმა შექმნა ჰიბრიდულ–ელექტრო თვითმფრინავის კონცეფცია, რომელსაც შეუძლია 95 პროცენტით შეამციროს აზოტის ოქსიდის, სათბურის მავნე აირების გამოყოფა.
აზოტის ოქსიდები ასოცირებულია რესპირატორულ დაავადებებთან და გულსისხლძარღვთა დარღვევებთან, რის შედეგადაც წელიწადში დაახლოებით 16000 ადამიანი იღუპება, შესაბამისად MIT-ის კონცეფციის მიხედვით, გამონაბოლქვის 95 პროცენტით შემცირებამ, შესაძლოა, ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება 92 პროცენტით მოახერხოს და ყოველწლიურად, ათობით ათასი ადამიანი გადაარჩინოს — MIT Blurb-ის მიხედვით
"ეს იქნება უზარმაზარი საინჟინრო გამოწვევა, მაგრამ განხორციელება შესაძლებელია", — თქვა სტივენ ბარეტმა, MIT–ის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის პროფესორმა. "თუ გსურთ შეამციროთ მავნე გამონაბოლქვი ნულამდე, საავიაციო სექტორში, MIT-ის კონცეფცია პრობლემის გადაჭრის პოტენციური გზაა, რაც მნიშვნელოვანია და ტექნოლოგიურად საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი."
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჰიბრიდულ-ელექტრული თვითმფრინავის მთავარი ენერგიის წყარო მაინც არის ჩვეულებრივი ბენზინის ტურბინა, ამ შემთხვევაში, ის განლაგებულია ტვირთის საყრდენში და არა თავად ფრთებზე. ასეთი ტურბინა გენერატორს ელექტროენერგიის წარმოებისკენ უბიძგებს. ეს ენერგია შემდეგ გადაეცემა ფრთებზე დამონტაჟებულ ელექტრო პროპელერებს.
ტურბინის გამონაბოლქვი ასევე შემცირდება გამონაბოლქვის კონტროლის სისტემის გამოყენებით, ისევე, როგორც თანამედროვე დიზელის სატვირთო მანქანებში.
ბარეტის აზრით, ეს კონცეფცია ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია იმისა, რომ უფრო დიდი თვითმფრინავების ელექტრიფიკაცია შესაძლებელია, მაგრამ მათი ელექტრიფიკაცია "მალე ვერ მოხდება ბატარეის ტექნოლოგიაში საკმაოდ დიდი მიღწევების გარეშე", — თქვა ბარეტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ-ელექტრონულ სისტემას, დამატებით, 0.6 პროცენტით მეტი საწვავი დასჭირდება ელექტრიფიცირებული Boeing 737 ან Airbus A320 ფრენის უზრუნველსაყოფად, გამონაბოლქვი მაინც მნიშვნელოვნად შემცირდება ემისიების კონტროლის სისტემის წყალობით.
კომენტარები