LG Rollable — ცვალებადი ზომის სმარტფონი რეალურია და ის 2021 წელს გამოვა
LG Rollable კომპანიის ახალი კონცეფციაა, რომელიც ორი დღის წინ LG-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუში ვიხილეთ. კომპანიაში ამბობენ, რომ Rollable-ს "უნიკალური, ცვალებადი ზომის ეკრანი აქვს", ეს კი ჩვეულებრივი ზომის სმარტფონს ტაბლეტად აქვს.
"ჩვენ მენეჯმენტს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს რეალური პროდუქტია, რადგან Rollable-ზე ბევრი ჭორები გავრცელდა", — ამბობს LG-ის სპიკერი. LG-ში ამბობენ, რომ მას წლევანდელ CES-ზე ვიხილავთ.
კომპანიას "ექსპლორერის პროექტი" აქვს, რომლის ფარგლებშიც ინჟინრები ახალ ტექნოლოგიებს ტესტავენ. მაგალითად, LG Wing სმარტფონი, რომელსაც ორი მბრუნავი ეკრანი აქვს, სწორედ ამ პროექტის მეშვეობით დაიბადა.
ორეკრანიანი სმარტფონების მსგავსად, მოსალოდნელია, რომ კომპანიებს შორის "ცვალებადი ზომის ეკრანზეც" კონკურენცია იქნება. TCL-მა და Oppo-მ არც ისე დიდი ხნის წინ მსგავსი კონცეფციები აჩვენეს.
თანდათანობით, სმარტფონების სტანდარტულმა დიზაინმა ერთგვარ სტაგნაციას მიაღწია. გარკვეული ნიშან-თვისება, როგორიცაა მაქსიმალურად დიდი ზომის ეკრანი, რომელიც მთელ სივრცეს იყენებს და რამდენიმეკამერიანი კონფიგურაცია თითქმის ყველა მწარმოებელმა აითვისა. კომპანიები თანდათან სმარტფონების ლიმიტებს ცდიან და ახალ სამომხმარებლო გამოცდილებაზე მუშაობენ.
კომენტარები