Targus-მა კლავიატურისა და მაუსისთვის ანტიმიკრობული სანათი წარადგინა
Targus არის კომპიუტერული აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც CES ღონისძიებაზე აქცენტები სამი ძირითადი მიმართულებით გააკეთა: პორტაბელურობა, მდგრადობა და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა პანდემიის დროს.
კომპანიის მთავარი პროდუქტები წლევანდელ CES ღონისძიებაზე არის 2Office ანტიმიკრობული ზურგჩანთა და UV-C LED სადეზინფექციო სანათი. სადეზინფექციო სანათი შექმნილია იმისათვის, რომ თქვენს კლავიატურაზე და მაუსზე მაღლა დაამონტაჟოთ, და შემდეგი მოწყობილობა პერიოდულად შეძლებს თქვენი სამუშაო სივრცის გაწმენდას მავნე ბაქტერიებისგან. ის ავტომატურად ირთვება პერიოდულად, მაგრამ მოწყობილობა არ შეგიშლით ხელს მუშაობაში, რადგან ის იყენებს მოძრაობის სენსორებს იმის დასადგენად, იყენებთ თუ არა თქვენს კომპიუტერს. ასე, ის მუშაობს მაშინ, როცა თქვენ ისვენებთ.
ეს სანათი კლავიატურისა და მაუსის გარდა, სხვა აქსესუარებისა თუ ნივთების დეზინფექციისთვისაც შეიძლება გამოგადგეთ. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მუშაობს ანტიმიკრობულ მაუსებსა და კლავიატურებზე.
2Office ზურგჩანთას, რომელიც იტევს ლაპტოპებს, რომელთა ზომაა 17,3 ინჩი, აქვს ანტიმიკრობული საფარი "საკვანძო სენსორულ წერტილებზე". ჩანთა სასარგებლოა განსაკუთებით მაშინ, თუ პანდემიის ჟამს მოგზაურობას გადაწყვეტთ, მაგრამ ანტიმიკრობული ჩანთას სხვა მრავალი გამოყენებაც შეიძლება მოუძებნოთ.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს სპეციალური სადგამების დამზადებას Samsung Galaxy Tab Active 3-ისთვის. რომელიც გამოიყენებს Samsung-ის DeX პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ ტაბლეტი მონიტორთან. IPad- ის მფლობელებისთვის, Targus-მა ასევე დაანონსა EcoSmart, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან.
დაბოლოს, კომპანიის საბოლოო სიახლე არის ანტიმიკრობული ეკრანები, რომელთა ფასი 35-დან 185 დოლარამდე იმერყევებს. ეკრანები უკვე ხელმისაწვდომია, დანარჩენი მოწყობილობების შესახებ მეტი ინფორმაცია, სავარაუდოდ, ამ გაზაფხულზე გახდება ცნობილი. ამჟამად მათი ფასები და გამოსვლის ზუსტი თარიღები არ არის ცნობილი.
კომენტარები