გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Tesla ეძებს ახალ დიზაინერებს, რათა შექმნას მანქანები ჩინეთისთვის
Reuters-ის თანახმად, Tesla ეძებს დიზაინერებს ჩინეთში, აპირებს გახსნას შანხაიში ან პეკინში სტუდია და შემდგომში შექმნას ჩინურ სამომხმარებლო გემოვნებაზე მორგებული ელექტრომობილის დიზაინი.
წყაროს ცნობით, Tesla-ს ადამიანური რესურსების მენეჯერები, ისევე როგორც რამდენიმე კომპანიის წამყვანი პერსონა, ეძებენ კანდიდატებს 20 ან მეტწლიანი გამოცდილებით. მოთხოვნილია კანდიდატები კარგად იცნობდნენ ჩინურ გემოვნებას და ჩინურ სამომხმარებლო ბაზარზე მორგებული ელექტრომობილების შექმნა შეეძლოთ.
წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი კანდიდატთან გასაუბრება უკვე შედგა და ის Tesla-ს გლობალური დიზაინის ხელმძღვანელმა ფრანც ფონ ჰოლცჰაუზენმა ჩაატარა. თუმცა გაურკვეველია, რამდენ პოტენციურ კანდიდატთან მოხდა გასაუბრება.
საკონსულტაციო კომპანიის LMC Automotive–ის თანახმად, ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტობაზარი, რომელიც ასევე უდიდესია ელექტრომობილების კუთხით. ეს ასევე არის სიდიდით მეორე ბაზარი ტესლასთვის, შეერთებული შტატების შემდეგ.
კომპანიის მომავალი გეგმები სრულად არ არის შემუშავებული, Tesla, სავარაუდოდ, დაელოდება აშშ ჩინეთის დაძაბული ურთიერთობების დამშვიდებას, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში.
გასაჯაროვებული ინფორმაცია, ილონ მასკის გაკეთებულ კომენტარების გათვალისწინებით, მართებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ილონ მასკმა შანხაის მედიაღონისძიებაზე განაცხადა — "ვფიქრობ, ძალიან კარგი რამ იქნება, შეიქმნას ჩინეთის საპროექტო და საინჟინრო ცენტრი, რომელიც შეიმუშავებს ორიგინალურ მანქანებს ჩინეთში, მსოფლიო მოხმარებისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იქნება."
მასკის დაინტერესება ჩინური ბაზრით, Tesla-ს გაყიდევბის გაზრდის გეგმის ნაწილია. Reuters-ის ინფორმაციით, Tesla–მ თანამშრომლების ძიება სექტემბერში დაიწყო, ხოლო აქტიური ეს პროცესი დეკემბრის თვეში გახდა.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც იცის Tesla–ს საქმიანობა ჩინეთში, თქვა, რომ დიზაინერის დაქირავებისთანავე, Tesla შექმნის გუნდს, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 20 კაციანი იქნება და ისინი იმუშავებენ Tesla-ს ახალ მოდელებზე
იმ შემთხვევაში, თუ Tesla გახსნის სტუდიას ჩინეთში, სტუდიაში არა მხოლოდ მანქანის დიზაინის კონცეპტუალიზაცია მოხდება, არამედ საბოლოო ფორმის, ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაც იქნება შესაძლებელი.
ამის შემდეგ, მონაცემები შესაძლოა გადაეცეთ Tesla-ს ავტომობილების ინჟინრებს, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ კალიფორნიაში არიან.
"Tesla-ს სურს ჩინელ მომხმარებელს მოარგოს ავტომობილის დიზაინი, მათ უკვე ბევრი გააკეთეს აქ, შექმნეს ძირითადი საწარმოო ადგილი და გაყიდეს მრავალი ელექტრონული მანქანა, მაგრამ, როგორც ჩანს, Tesla მზად არის ფესვების უფრო ღრმად გასადგმლად", — განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს
ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ჩინეთის ბაზარზე Tesla უფრო დამოუკიდებელი გახადოს. ჩინელმა მომხმარებლებმა შარშან იყიდეს 145 000 Tesla-ს მანქანა, რაც კომპანიის მთლიანი გლობალური გაყიდვების მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენდა.
კომენტარები