ილონ მასკმა გამოწვევა მიიღო — ელექტრომობილი Cybertruck 1600 კილომეტრიან off-road-ზე გაიტესტება
Baja 1000 უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ off-Road ტესტს მანქანებისთვის. საერთაშორისო რბოლა მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე, 1000 მილის სიგრძის ტალახიან, ქვიშის დიუნებიან და ციცაბო გზებს მოიცავს.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა აპრილში თქვა, რომ მისი კომპანიის ელექტრომობილების სერიის გახმაურებული წარმომადგენელი Cybertruck, Baja 1000-ის გამოწვევას დაძლევდა.
"ჩვენ ვმუშაობთ გავზარდოთ დინამიური ჰაერ-სუსპენზიური მეთოდიკა, უკეთესი off-roading– სთვის", — დაწერა მასკმა საკუთარ ტვიტში იმ დროს, როდესაც Cybertruck–ის Baja 1000-ზე გამოცდას გულისხმობდა.
ახლა კი, ტესლარტის ინფორმაციით, Tesla-ს კონკურენტი მწარმოებლის — Scuderia Cameron Glickenhaus-ის ლიდერი, ჯეიმს გლიკინჰაუსი, მასკს 2023 წლის Baja-ს ღონისძიებაზე დაუპირისპირდება, Cybertruck-ს Glickenhaus-ის წყალბადისძრავიან ავტომობილითან კონკურენციის გაწევა მოუწევს.
განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევაა მასკის შეხედულების გათვალისწინებით. "თქვენ თქვით, რომ წყალბადის ტექნოლოგია სულელურია", — წერს გლიკენჰაუსი ინსტაგრამის პოსტში. "თქვენ ასევე ახსენეთ, რომ Baja იქნება შესანიშნავი გამოცდა თქვენი CyberTruck-ისთვის. ჩვენ ვამბობთ, შევეჯიბროთ".
გლიკენჰაუზმა შესთავაზა მასკს "დაემონტაჟებინათ ელექტრომობილის დასამუხტი სადგურები Cybertruck-ისთვის" და აღნიშნა, რომ წყალბადის ერთი ავზი უნდა იყოს საკმარისი "მთელი 1600 კილომეტრიანი Baja-ს Off-road გზისთვის".
კომპანიის ვებსაიტის თანახმად, სრულად დამუხტულ Tesla-ს Cybertruck-ს 850 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები