ნახეთ: იდუმალი პიროვნება ლოს-ანჯელესის აეროპორტის მახლობლად რეაქტიული კოსტიუმით დაფრინავს
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის (LAX) მახლობლად, რამდენიმე საიდუმლოებით მოცული სანახაობა შედგა ამ ზაფხულს. მფრინავების მტკიცებით, მათ დააფიქსირეს პიროვნება, რომელსაც რეაქტიული კოსტუმი ეცვა და თითქმის 1000 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა LAX-ის მახლობლად.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ დგას ამ საშიში მანევრის უკან, თუ ეს იყო ადამიანი რომელიც დაფრინავდა რეაქტიული კოსტიუმით, ჩვენ მხოლოდ იუმორისტულად შევხედეთ ამ ფაქტს — ნათქვამია პილოტების განცხადებაში.
YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს, ადამიანი რომელიც Jetpack-ით მიფრინავს LAX-ის სამხრეთით.
ვიდეო გადაღებულია ავიაკომპანიის საპილოტე სკოლის Sling Pilot Academy ინსტრუქტორის მიერ, სასწავლო ფრენის დროს. მფრინავებმა, რომლებმაც ვიდეო გადაიღეს, დაუყოვნებლივ აცნობეს ინციდენტის შესახებ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას — Interesting Engineering ცნობით.
"ვიდეოზე ჩანს რეაქტიული კოსტუმი, მაგრამ ის შეიძლება ასევე იყოს თვითმფრინავი ან რამე სხვა ობიექტი. თუ ეს არის ბიჭი რეაქტიული კოსტუმით, მაშინ უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს კანონიერი საცდელი ფრენა, ამ რეაქტიული კოსტუმის LAX-ის მახლობლად ხილვამ საჰაერო მიმოსვლის დარღვევა გამოიწვია", — ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოს აღწერიდანვე ვიგებთ, რომ რეაქტიული კოსტუმი რეალურია — ლოს-ანჯელესის მახლობლად არის წარმოებელი, მიუხედავად იმისა, რომ რეაქტიული კოსტუმები არსებობდნენ მინიმუმ 1960-იანი წლებიდან, როგორც Gizmodo აღნიშნავს, მათ დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდებათ და ფრენა შეუძლიათ მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში.
კომენტარები