ბილ გეიტსი გვირჩევს 5 წიგნს მძიმე 2020 წლის შესაჯამებლად
ფოტო: Goodreads
ბილ გეიტსი, ტექნოლოგიური სფეროს მაგნატი, მაიკროსოფტის თანადამფუძნებელი და ბილ & მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარე, ამასთან, ხარბი მკითხველიცაა, რომლის შესანიშნავ ლიტერატურულ რჩევებსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. ახალი წლისა და მისი ახალი წიგნის, როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა, მოლოდინში, გეიტსი წიგნების ცნობილ საკატალოგო ვებგვერდზე, Goodreads, იხსენებს იმ ტექსტებს, რომლებიც მას 2020 წლის გადატანაში დაეხმარა.
რთულ პერიოდებში — და ეჭვგარეშეა, რომ 2020 წელი რთულ დროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ — ჩვენ, ვისაც კითხვა გვიყვარს, ვუბრუნდებით ამ საქმიანობას.
ამ წლის განმავლობაში ზოგჯერ ვამჯობინებდი, ჩავღრმავებოდი ისეთ სერიოზულ საკითხებს, როგორიც Black Lives Matter პროტესტის გამომწვევი უსამართლობაა. სხვა შემთხვევებში ტემპის ცვლილება მჭირდებოდა — დღის ბოლოს რაღაც მსუბუქის წაკითხვა.
შედეგად, მრავალი სხვადასხვა ჟანრის ჩინებული წიგნი წავიკითხე. მათგან კი გირჩევთ ხუთ წიგნს, რომელნიც მოიცავენ იმ თემებს, რითაც შეგვიძლია 2020 შევაჯამოთ. ვიმედოვნებ, მათ შორის იპოვით ისეთ რაიმეს, რაც თქვენ — ან წიგნების მოყვარულ თქვენ ახლობელს — ამ წლის კარგ ნოტაზე დასრულებაში დაგეხმარებათ.
1. ახალი ჯიმ ქროუ: მასობრივი დაპატიმრება დალტონიზმის ეპოქაში (ავტორი: მიშელ ალექსანდერი)
ფოტო: The New Press
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სხვა მრავალი თეთრკანიანი ადამიანის მსგავსად, მეც ვცადე, სისტემურ რასიზმში ცოდნა გამეღრმავებინა. ალექსანდერის წიგნი გვაჩვენებს, თუ როგორ უსამართლოდ იღებს მიზანში კრიმინალური სამართალი არათეთრკანიან ადამიანებს, განსაკუთრებით კი შავკანიანებს. ეს წიგნი გამორჩეულად კარგად გვაცნობს ისტორიასა და იმ რიცხვებს, რაც მასობრივ დაპატიმრებებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი მონაცემი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, თუმცა ალექსანდერი დამეხმარა, რომ ისინი კონტექსტში ჩამესვა.
წიგნის კითხვა იმაში უფრო დარწმუნებულმა დავასრულე, რომ აშშ-ს მსჯავრის გამოტანის მეტად სამართლიანი სისტემა სჭირდება და, ამასთან, მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს არათეთრკანიან მოსახლეობათა მხარდასაჭერად.
2. დიაპაზონი: რატომ იმარჯვებენ უნივერსალები სპეციალიზებულ სამყაროში (ავტორი: დევიდ ეპსტინი)
ფოტო: Riverhead Books
ეპსტინის შემოქმედებას მას შემდეგ ვეცნობი, რაც მისი 2014 წლის ფანტასტიკური TED Talk ვნახე, რომელიც სპორტული შესრულების ევოლუციას ეხებოდა. ამ შთამბეჭდავ წიგნში კი ის გვიხსნის, რომ მიუხედავად შთაბეჭდილებისა, თითქოს სამყარო უფრო და უფრო მეტ სპეციალიზაციას მოითხოვს — მაგალითად, თქვენს კარიერაში — რეალურად რაც გვჭირდება, უფრო მეტი ისეთი ადამიანია, "რომელიც მოღვაწეობას ფართო არეალიდან იწყებს და განვითარების პროცესში იძენს განსხვავებულ გამოცდილებებსა და შეხედულებებს".
ავტორს თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად მაგალითად მოჰყავს როგორც როჯერ ფედერერი, ისე ჩარლზ დარვინი თუ ცივი ომის პერიოდში საბჭოთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ვფიქრობ, მისი იდეები მაიკროსოფტის წარმატებასაც ხსნის, რადგან ჩვენ დავიქირავეთ ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ არა მარტო თავიანთი საქმიანობის, არამედ მომიჯნავე დისციპლინათა სფეროებსაც. თუკი ოდესმე თავი გიგრძნიათ უნივერსალად სპეციალისტთა სამყაროში, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.
3. შესანიშნავი და საშინელი: ჩერჩილის, ოჯახისა და დაუმორჩილებლობის საგა ბლიცის დროს (ავტორი: ერიკ ლარსონი)
ფოტო: Crown Publishing Group
ხანდახან ისტორიული წიგნები იმაზე უფრო რელევანტური აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს მათ ავტორებს შეეძლოთ წარმოედგინათ. სწორედ ასეთი შემთხვევაა ეს შესანიშნავი შეჯამება 1940 და 1941 წლებისა, როდესაც ინგლისის მოქალაქეები თითქმის ყოველ ღამეს სახელდახელოდ აშენებულ თავშესაფრებში ატარებდნენ, რადგან მათ გერმანელები ბომბავდნენ. შიში და შფოთვა, რასაც ისინი გრძნობდნენ, ჩვენთვის ნაცნობია — თუმცა, ის იმაზე უფრო ძლიერი იყო, რასაც ჩვენ პანდემიის განმავლობაში განვიცდით.
ლარსონი გვაძლევს საშუალებას, ვიგრძნოთ ის, თუ რას ნიშნავდა ასეთი შეტევების დროს ცხოვრება. ის ასევე კარგად აღწერს იმ ბრიტანელ ლიდერებს, რომლებმაც ეს კრიზისი გამოიარეს, მათ შორის, უინსტონ ჩერჩილსა და მის ახლო მრჩევლებს. წიგნი ზედმეტად სპეციფიკურია იმისათვის, რომ მთლიან მეორე მსოფლიო ომზე წარმოდგენა შეგიქმნათ, თუმცა ის ნამდვილად კარგი შენაძენია ამ პერიოდზე ფოკუსირებული ლიტერატურისთვის.
4. ჯაშუში და მოღალატე (ავტორი: ბენ მაკინთაირი)
ფოტო: Random House Large Print
დოკუმენტური ჟანრის ეს ნაწარმოები მოგვითხრობს ოლეგ გორდიევსკიზე, "კაგებეს" ოფიცერზე, რომელიც ბრიტანეთისთვის ორმაგ აგენტად მუშაობდა, და ოლდრიჩ ეიმსზე, ამერიკელ რენეგატზე, რომელმაც, სავარაუდოდ, გორდიევსკის უღალატა.
მაკინთაირის მიერ მათი ისტორიის თხრობა არა მარტო დასავლურ წყაროებს (მათ შორის, თვითონ გორდიევსკის) ეყრდნობა, არამედ რუსულ პერსპექტივასაც ითვალისწინებს. სიუჟეტის სიმძაფრით ეს წიგნი არაფრით ჩამოუვარდება ჩემს საყვარელ რომანებს ჯაშუშებზე.
5. სუნთქვა მარილიდან: მომაკვდინებელი გენეტიკური დაავადება, ახალი ერა მეცნიერებაში და პაციენტები და მათი ოჯახები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს მედიცინა (ავტორი: ბიჯალ პ. თრივედი)
ფოტო: BenBella Books
ბრძოლას კისტოზური ფიბროზის წინააღმდეგ ორი ათწლეულია, თვალყურს ვადევნებ — ანუ მას შემდეგ, რაც მაიკროსოფტის ყოფილმა თანამშრომელმა მიამბო ამ დაავადებასა და მის მკურნალობაზე ჩატარებულ თანამედროვე კვლევაზე. მიუხედავად ამისა, ამ ნაშრომიდან ბევრი რამ ვისწავლე, რაც დამეხმარა მეტი გამეგო იმ ადამიანებზე, რომლებიც წამლების შექმნაში არიან ჩართულნი, რათა ფილტვის ეს საშინელი დაავადება განკურნონ.
აქ თქვენ შეხვდებით მეცნიერებს, კვლევის მხარდამჭერებს, მომვლელებს და სხვებს. ეს შთამაგონებელი წიგნი გახლავთ მტკიცებულება იმისა, თუ რამდენი რამის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც მოწადინებული ლიდერები ადამიანებს საერთო მიზნით აერთიანებენ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
კომენტარები