აზერბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, აზერბაიჯანული კომპანია Silk Way-ს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 7-დან 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია უკვე იძიებს მომხდარს, რომელიც 18 მაისს, საღამოს მოხდა. ჯერჯერობით, უცნობია კატასტროფის მიზეზები ბორტზე 1 უზბეკეთის, 3-3 უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.