შავი პლანეტა მალე თავის ვარსკვლავს შეეჯახება
უცნაური ეგზოპლანეტა, რომელიც ძალიან შავია, სამწუხაროდ, აღსასრულისკენ მიექანება.
WASP-12b, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ცხელი იუპიტერი, წლების მანძილზე აოცებდა ასტრონომებს. ScienceAlert-ის მიხედვით, ამ გაზის გიგანტის ორბიტა იმდენად ახლოსაა ვარსკვლავთან, რომ პლანეტის ატმოსფეროს ტემპერატურა ექსტრემალურად მაღალია. იგი იმდენად ცხელია, რომ ასტრონომებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, თუ როგორ ჩამოყალიბდა იგი. ახალი კვლევა, რომელიც The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა, გვიჩვენებს, რომ ეგზოპლანეტის დრო უკვე იწურება: სულ რამდენიმე მილიონ წელში, WASP-12b იმ ვარსკვლავს შეეჯახება, რომლის გარშემოც ბრუნავს.
ეს ეგზოპლანეტა სინათლის 94%-ს შთანთქავს, რაც მას შავი სპექტრისმაგვარ შეფერილობას აძლევს. იგი სითბოს დიდ ნაწილს შთანთქავს, რაც საგრძნობლად აადვილებს მის დაკვირვებას ინფრაწითელ სპექტრში. WASP-12b ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს სულ რაღაც 1 დედამიწისეულ დღეში ასრულებს, ამის ცოდნა კი მეცნიერებს აძლევს იმის გარკვევის შესაძლებლობას, თუ როგორ იცვლება პლანეტის ორბიტა დროში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი კვლევებით, იგი საკმაოდ მალე იცვლება. კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მეირ ჩატარებული ახალი კვლევა, რომელშიც NASA-ს TESS ობსერვატორიის მონაცემებია გამოყენებული, გვიჩვენებს, რომ WASP-12b თანდათანობით უახლოვდება ვარსკვლავს და საშუალოდ, 2.9 მილიონ წელში მხურვალე ცეცხლში დაიწვება.
ეს მოვლენა იმაზე დაახლოებით 350 000 წლით ადრე მოხდება, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ. კოსმიური დროის მასშტაბით, ეს ნიშნავს, რომ ეგზოპლანეტა უკვე თითქმის განადგურებულია.
სამწუხაროდ, WASP-12b-სთვის ბედნიერი დასასრული არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეგზოპლანეტა სტაბილურ ორბიტას შეინარჩუნებდა, მისი ვარსკვლავი შემდეგი 10 მილიონი წლის მანძილზე მაინც გაფანტავდა მის მთელ ატმოსფეროს.
კომენტარები