თრომბი — გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა
ფოტო: თოდუას კლინიკა
სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. დაავადებებმა დამატებითი აქტუალობა Covid-19-ის პირობებშიც შეიძინეს, როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მთელი რესურსით ჩაერთო.
გთავაზობთ თოდუას კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი დეისაძესთან ინტერვიუს, რომელმაც ძარღვების პათოლოგიებზე, მათ შორის, თრომბზე, მის გავრცელებასა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრა.
— რა არის თრომბი და რა სიმპტომებით გამოვლინდება პაციენტებში?
— თრომბი არის შედედებული სისხლის მასა, სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სისხლძარღვის დახშობა მოხდება, ეს იქნება ვენურ სისტემაში თუ არტერიულ სისტემაში. გამოვლინდება შესაბამისი ორგანოს იშემიით და ფუნქციის დაქვეითებით — ეს შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ორგანოები, ასევე, ქვემო და ზემო კიდურები, შესაძლებელია თავის ტვინი.
თრომბოემბოლიაა, როდესაც მსხვილი კალიბრის სისხლძარღვიდან წვრილი კალიბრის სისხლძარღვში ხდება თრომბის გადასროლა, რაც მის დახშობას იწვევს. მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც თრომბი იჭედება იქ, სადაც ვერ გაძვრება, რაც სრულიად ახშობს სისხლის მიდინებას ქსოვილებში.
ათეროსკლეროზი — სისხლძარღვის ნელ-ნელა შევიწროება, რაც სისხლის გადინებას აფერხებს და წამოქმნის ლოკალურ თრომბს.
თრომბის განვითარებისას ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდების მწვავე დახშობა გამოიხატება ამ კიდურის გაბუჟებით, მოძრაობის შეზღუდვით, ის ასევე სისხლის ნაკლებობის გამო იცვლის ფერს და ხდება მოლურჯო.
— რა მეთოდებს იყენებთ გამოკვლევის და მკურნალობისთვის?
— გამოკვლევის ძირითადი საშუალება დუპლექს სკანირებაა. ეს ულტრაბგერითი მეთოდი აფასებს როგორც სისხლძარღვის გამავლობას, ისე სისხლის ნაკადის სიჩქარეს, ბლოკირებულ არტერიას და ა.შ.
ამის შემდეგ საქმეში კომპიუტერული ტომოგრაფია ერთვება. ის თითქმის 100%-იანი სიზუსტით გვეუბნება სად არის დახშობის კერა.
რაც შეეხება მკურნალობას, თოდუას სამედიცინო ცენტრში დანერგილი გვაქვს მსოფლიოში აპრობირებული ორივე მეთოდი: ოპერაციული მკურნალობა და ენდოვასკულარული ჩარევა, რომელიც ახალი მიმართულებაა და ჩაკეტილი სისხლძარღვის გახსნას უსისხლოდ, გაჭრის გარეშე გულისხმობს.
— რა შემთხვევაში იყენებთ სტენტირებას და აქვს თუ არა მას რაიმე უკუჩვენება?
— სხეულის სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებული ტიპის სტენტები არსებობს, როგორც მცირეკალიბრიანი, ასევე საშუალო და დიდი კალიბრის. მათ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც სისხლძარღვი დახშული ან შევიწროებულია და მისი გახსნა გვინდა.
შესაძლოა სტენტი ისევ შევიწროვდეს, თუ ადამიანი ექიმის რეკომენდაციებს არ დაიცავს და კონსერვატიულ მკურნალობაზე უარს იტყვის. არის შემთხვევები, როდესაც სისხლძარღვი ეხშობა სხვა უბანში, სტენტის შემდეგ, ან მანამდე, რაც გამოსწორებას ექვემდებარება.
ჩემს პაციენტებს ხშირად ვუხსნი ხოლმე და ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ სტენტის ჩასმა გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ, არ ნიშნავს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია, მაგრამ მისი მართვისა და გამოსწორების შემთხვევაში თავიდან შეგვიძლიო ავირიდოთ მძიმე გართულებები, ამას განსაკუთრებით ხშირად ვაღწევთ მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, როდესაც ორგანოს ვინარჩუნებთ და არ ხდება კიდურის დაკარგვა.
— რამდენად მინიინვაზიურია თოდუას კლინიკაში სისხლძარღვების ქირურგია?
— თოდუას სამედიცინო ცენტრის ჩვენს განყოფილებაში ჰიბრიდული საოპერაციო გვაქვს — ნაწილობრივ ღიად ვასუფთავებთ სისხლძარღვს, ხოლო შემდგომ ოპერაცია დახურულად, ანუ მინიინვაზიურად გრძელდება. პაციენტების მკურნალობა და სტენტის იმპლანტაცია Siemens Artist Zee-ით, ანგიოგრაფიული აპარატით მიმდინარეობს.
დაახლოებით 90% შემთხვევებში მცირეინვაზიური მიდგომაც საკმარისია. ეს კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას 24-48 საათამდე ამცირებს. პაციენტებს მეორე დღეს უკვე ფეხზე ვაყენებთ, შეგვიძლია ბინაზე გავწეროთ და ნება მივცეთ შედარებით მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
— კორონავირუსი, როგორც ცნობილია, სისხლის შესქელებასა და თრომბის წარმოქმნას იწვევს. რა რეკომენდაციას მისცემდით მოსახლეობას?
— პანდემიიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ხშირად კორონავირუსიან პაციენტებს თრომბოზული გართულებები აღენიშნებათ.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი და რისკ-ფაქტორები არ აქვთ, ხშირად თვითნებურად სვამენ გამათხელებელ პრეპარატებს. ჩვენ ამის რეკომენდაციას არ ვიძლევით.
იმ პაციენტებისთვის კი, რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი და მიეკუთვნებიან რისკჯგუფს ან გადატანილი აქვთ ვენური თუ არტერიული თრომბოზი, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, ინიშნება სპეციალური კონსერვატორული მკურნალობა და სისხლის გამათხელებლებლების (ანტიკოაგულანტების) ინდივიდუალურად ხდება დოზის დანიშვნა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები