როგორ ვუყუროთ SpaceX-ის რაკეტის გაშვებას
დღეს SpaceX განახორციელებს შემდეგი თაობის Starship რაკეტის მნიშვნელოვან საცდელ ფრენას. Starship, ანუ რაკეტა, რომელიც ადამიანებმა მარსზე გასამგზავრებლად უნდა გამოვიყენოთ, ეცდება გაუმჯობესოს საკუთარი შედეგი. კომპანია გეგმავს მასიური რაკეტის გაშვებას 12.5 კილომეტრის სიმაღლეზე. რაკეტა ამჟამად ტეხასის შტატში, ბოკა ჩიკაში, გამშვებ პლატფორმაზე იმყოფება.
საცდელი ფრენა მიზნად ისახავს Starship-ის გაშვებისა და ხმელეთზე დაშვების შესაძლებლობის გამოცდას, რასაც კოსმოსური ხომალდი გააკეთებს როგორც დედამიწაზე, ასევე სხვა პლანეტებზე. SpaceX მიზნად ისახავს, Starship გამოიყენოს ტვირთის გადაზიდვისთვის და ადამიანების გადაყვანისთვის, ისეთი კოსმოსური მიმართულებებით, როგორებიცაა მთვარე და მარსი. მსგავსი ფრენა კომპანიას დაეხმარება განსაზღვრას Starship–ის შესაძლებლობა, შეასრულოს ხომალდის კონტროლირებადი ფრენა და დაინახოს, არის თუ არა რაკეტის აპარატურა, განსაკუთრებით სამი მთავარი ძრავა, ფუნქციური.
SpaceX თავის ვებგვერდზე აცხადებს, რომ Starship–ის პროტოტიპი რეალურად შეასრულებს "საცდელ მანევრს", რომელიც პირველი იქნება ამ ზომის ხომალდისთვის. მანევრის შესახებ საჯაროდ ბევრი დეტალი არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს არის სარისკო ტესტი, რომელიც შეიძლება არც ისე კარგად წარიმართოს.
SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ფრენის წარმატებულად დასრულებას "1/3 შანსი" მისცა. SpaceX, თავის მხრივ, ხაზს უსვამს შესაძლებლობას, რომ საცდელი ფრენა შეიძლება სრულყოფილად წარიმართოს.
”ასეთი ტესტით წარმატება არ იზომება, არამედ მსგავსი ფრენა გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ რისი სწავლა შეგვიძლია, რაც მომავალში წარმატების ალბათობას ზრდის,” — წერს SpaceX ფრენის შესახებ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ფრენა კომპანიას მისცემს საშუალებას, მომავალში კიდევ უფრო ამბიციური ტესტები ჩაატაროს, საბოლოო კულმინაცია კი Startship-ის ორბიტაზე და შემდეგ, მარსისკენ გაშვება იქნება.
ამ ტესტს SpaceX პირდაპირ ეთერში გადმოსცემს. ამასთან, მოვლენის კონკრეტული დროის დასახელება რთულია. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ბოკა ჩიკას საჰაერო სივრცე, თბილისის დროით, საღამოს 6 საათიდან ღამის 3 საათამდე, საჰაერო სივრცეში ფრენა ამავე დროით ასევე შეუზღუდება ამ კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.
”გრაფიკი დინამიურია და სავარაუდოდ, შეიცვლება, როგორც ეს სხვა ფრენების დროსაც მომხდარა”, — წერს SpaceX.
კომენტარები