ისრაელის ყოფილი გენერალი ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ჩვენ მათთვის მზად არ ვართ
ბოლო წელია უცხოპლანეტელების არსებობა-არარსებობა ზოგ წრეში ისევ ინტენსიური განხილვის საგანი გახდა. ეს ნაწილობრივ პენტაგონის გასაჯაროებულმა ვიდეოებმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების და უცხოპლანეტელების კონტაქტი არ საბუთდება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლაზე მთავრობები დიდ დროს აღარ ხარჯავენ, ზოგი საკითხისადმი მაინც ენთუზიასტურად არის განწყობილი.
Jarusalem Post-ში მიცემულ ინტერვიუში, ისრაელის არმიის ყოფილი გენერალი ხაიმ ეშედი ამტკივებს, რომ ადამიანებს და უცხოპლანეტელებს შორის კავშირი არაერთხელ დამყარებულა. "არსებობს გალაქტიკური ფედერაცია", — ამბობს ეშედი. მისი თქმით ეს ფედერაცია "სამყაროს საფუძვლებს" იკვლევს.
ეშედი კიდევ იმასაც ამტკიცებს, რომ ამერიკელებს და უცხოპლანეტელებს მარსზე საიდუმლო ბაზები აქვთ და რომ დონალდ ტრამპმა ამის შესახებ იცის და ფაქტებზე საჯაროდ საუბარი სურდა, მაგრამ ის "შეაჩერეს".
ეშედს თავის მტკიცებებს ბევრი ხელშესახები არგუმენტით არ ამყარებს, თუმცა მან წიგნი დაწერა "The Universe Beyond the Horizon — Conversations with Professor Haim Eshed", სადაც ის მკითხველს "გასაიდუმლოებულ ფაქტებს" აცნობს.
კომენტარები