კოსმოსისკენ დევიდ ბოუის სამახსოვრო მონეტა გაეშვა — ვიდეო
ფოტო: Royal Mint
დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ დევიდ ბოუის კარიერის პატივსაცემად მისი სამახსოვრო მონეტა, პირდაპირი მნიშვნელობით, კოსმოსისკენ გაუშვა.
უელსში მდებარე ზარაფხანამ მონეტა ზღვის დონიდან 35 656 მეტრის სიმაღლეზე გაგზავნა და, ამგვარად, თავისი "მუსიკის ლეგენდების" სერიას მესამე წევრი შემატა.
"The Starman-ის", "Life on Mars?-ისა" და "Space Oddity-ს" შემსრულებელი Queen-სა და ელტონ ჯონს შეუერთდა იმ არტისტთა სიაში, რომლის პატივსაცემადაც კოსმოსისკენ მონეტა გაუშვეს.
დევიდ ბოუი, რომელიც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი იყო, 2016 წელს 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
ერთი უნციის (28 გრამის) წონის ვერცხლის მონეტა 45 წუთის განმავლობაში "მოგზაურობდა", სანამ საბოლოოდ კვლავ მიწაზე არ დაეშვა, ახლა კი ჯილდოს სახით გაიცემა. არსებობს მონეტის რამდენიმე ვერსია, დაწყებული £5-იანი მონეტით, რომლის ფასიც £13-ია, დამთავრებული £1000-იანით, რომლის ფასიც £72 195-ს შეადგენს.
ფოტო: Royal Mint
სამეფო ზარაფხანას თქმით, მონეტის დიზაინის შთაგონება გახდა ბოუის ბერლინში ცხოვრების დროინდელი ფოტო. მასზე მუსიკოსის მეექვსე სტუდიური ალბომის, Aladdin Sane-ის, საკულტო ელვის ნიშანიცაა გამოსახული.
ზარაფხანას თქმით, "უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიისა და დამზადების ტექნიკების" დამსახურებით, სპეციალური წარმოების მონეტებზე გამოსახული ელვა ბრწყინვალების ეფექტის შესაქმნელად ვარსკვლავური ფერფლით მორთულს ჰგავს.
"ბოუის პირველი ჰიტის, 'Space Oddity-ის', პატივსაცემად ვიფიქრეთ, რომ მისი სახელობის მონეტა კოსმოსში უნდა გაგვეგზავნა და ამ ვარსკვლავური ადამიანისთვის პატივი მისსავე ნოვატორულ სტილში მიგვეგო. დევიდ ბოუის მუსიკა მუსიკოსების თაობები შთააგონა და იმედი გვაქვს, რომ ეს სამახსოვრო მონეტა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი ფანებისთვის ძალიან ძვირფასი გახდება", — თქვა ზარაფხანის წარმომადგენელმა კლერ მაკლენანმა.
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
კომენტარები