იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე ასტეროიდის ნიმუშები გამოაგზავნა
იაპონური კოსმოსური სააგენტოს გაშვებული უპილოტო ხომალდი, ასტეროიდიდან მასალების ასაღებად, კოსმოსში 6 წელი იმყოფებოდა. შეგროვებული ნიმუშების წონა 0,1 გრამია, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასტეროიდიდან დაბრუნებული მტვერი მათ სიცოცხლისა და მთლიანი სამყაროს შექმნის ისტორიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა, Hayabusa 2-მა ასტეროიდიდან აღებული ნიმუშების შემცველი კაფსულა 220 000 კილომეტრიდან გამოტყორცნა. მიუხედავად ამისა, კაფსულა დედამიწაზე დაუზიანებელი დაბრუნდა, იაპონური ხომალდი კი კოსმოსში სხვა მიმართულებით, სხვა მისიისთვის გაემართება.
"საგანძურის" შემცველი კაფსულა ავსტრალიაში დაეშვა, საიდანაც ის კვლევისთვის იაპონიაში გაიგზავნება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი, რომლიდანაც მასალები Hayabusa 2-მა შეაგროვა, დიდი დროის მანძილზე უცვლელი დარჩა. მკვლევრებს ასევე აინტერესებთ, შეიცავს თუ არა მათ მიერ შესწავლილი ასტეროიდი ორგანულ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლეს დაუდო საფუძველი.
მანამ, სანამ მეცნიერები მოპოვებულ მასალებს იკვლევენ, Hayabusa 2 ნიმუშებს კიდევ ორი ასტეროიდიდან შეაგროვებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები