რუმინეთში აღმოჩენილი მეორე ობელისკიც გაუჩინარდა
Reuters-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მეორე მისტიკური ობელისკი, რომელიც ჩრდილო რუმინეთში არქეოლოგიურ ზონასთან ახლოს აღმოაჩინეს, ასევე გაუჩინარდა.
თუ ობელისკების ამბებს თვალს ადევნებთ, უკვე გეცოდინებათ, რომ ეს უკვე მეორე მეტალის ინსტალაციაა, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს და რომელიც უკვალოდ გაქრა. პირველი კი გასულ კვირას სამხრეთ იუტას ველურ ბუნებაში აღმოჩენილი მისტიკური ობელისკია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააქრეს. ხალხის ნაწილი მას უცხოპლანეტელებს უკავშირებდა.
თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იდუმალებით მოცული ობელისკი 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა "გაიტაცა". მათ ადგილიდან ინსტალაციის დემონტაჟი მოახერხეს და იგი თან ურიკით წაიღეს.
ახლა კი რუმინეთის ობელისკიც გაქრა.
"2.8 მეტრზე მეტი სიმაღლის სტრუქტურა ერთ ღამეში ისე შეუმჩნევლად და ჩუმად გაუჩინარდა, როგორც 1 კვირის წინ გაჩნდა იქ", — განუცხადა ჟურნალისტმა რობერტ იოსაბმა Reuters-ს. "უცნობმა ადამიანმა, რომელიც სავარაუდოდ, ადგილობრივი შემდუღებელი უნდა იყოს, დაამზადა და დაამონტაჟა ეს იდუმალი ობელისკი, ახლა კი მისგან პატარა ორმოღა დარჩა", — აღნიშნავს იგი.
ასევე იხილეთ:
კომენტარები