ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, პანდემიის დროს, კალაძე ისევ დიზაინერს ეძებს
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი, კახა კალაძე, პანდემიის დროს, ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან მეორე წელს, ისევ დიზაინერს ეძებს. კალაძე დიზაინერებს დახმარებისკენ მოუწოდებს. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ვარკეთილის მეტრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ ხნის განმავლობაში ვერანაირად მოხერხდა დიზაინის შერჩევა. ჩვენ გვყავდა გამარჯვებული კომპანია, მაგრამ მათი დიზაინი დაწუნებული იქნა. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო დარგის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ვისაც აქვს სურვილი, დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში, დაგვეხმარონ დიზაინის გაკეთებაში, ვიცი რომ თბილისს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს", — განაცხადა კალაძემ.
ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამონგრა. შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. სადგურის გარემონტება ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მმართველობის პერიოდში 347 848 ლარი დაჯდა. სამუშაოების ხარისხის დასადგენად On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან და თბილისის მერიისგან ვარკეთილისა და ახმეტელის მეტროსადგურებში ჩატარებულ რემონტზე ექსპერტული დასკვნები გამოითხოვა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში On.ge-ს ამ ინფორმაციის მისაღებად ორი სასამართლო დავა ჰქონდა. სასამართლომ როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, ისე თბილისის მერიას ინფორმაციის გადმოცემა დაავალა. მერიმაც და კომპანიამაც სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კომპანიის არგუმენტია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის და მისი გაცემის ვალდებულება არ აქვს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად ამისა, On.ge-სთვის ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები