2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ისევ ძალაშია — სტოლტენბერგი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე ისევ ძალაშია. ასე უპასუხა მან დღეს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, როგორ ხედავდა თანამშრომლობას საქართველოსთან და რა ეტაპზეა ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების პროცესში.
"NATO-ს მიზანი 2030 წლისთვის არის NATO-ს, როგორც პოლიტიკური ალიანსის გაძლიერება და, ასევე, ისეთ პარტნიორებთან მუშაობის გაძლიერება, როგორიც საქართველოა. ის ნამდვილად ღირებული პარტნიორია ჩვენთვის და საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობა ჩვენ ყველას უსაფრთხოებაზე მოქმედებს. მე მტკიცედ მწამს, რომ ეს თანამშრომლობა არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ NATO-სთვისაც კარგია.
განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ საქართველოს შეაქვს თავისი წვლილი NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში სადაც საქართველო მონაწილეობას იღებს შეიარაღებული ძალებით, ტექნიკით, უკვე ძალიან ბევრი წელია.
ჩვენ ვმუშაობთ მჭიდროდ საქართველოსთან შავ ზღვაზეც. ჩვენ ვაწვდით მას როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი მხარდაჭერა იმითაც, რომ უფრო მეტი რამ გაკეთდა საზღვაო სფეროში, მათ შორის, სანაპირო დაცვის ტრენინგებიც. მეტად ვიზიარებთ საჰაერო მიმოსვლის სარადარო მონაცემებს და ერთობლივად ვმუშაობთ ჰიბრიდული საფრთხეების მოსაგვარებლად, ასევე ვატარებთ ერთობლივ სწავლებას შავი ზღვის რეგიონში.
არ დავიწყებ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, როდის შეიძლება მიიღოს საქართველომ წევრობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. მე მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო გზა NATO-სთან დაახლოვებისთვის გადის რეფორმების გატარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, NATO-ს მოკავშირეობასა და მის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე გვაქვს გაზრდილი წარმომადგენლობითობა ქვეყანაში, მაგალითად NATO-ს სასწავლო ცენტრი თბილისში", — განაცხადა სტოლტენბერგმა.
2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს მეკავშირეების მიერ აღებულ ღია ვალდებულებას.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები