ჯანმო კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს
ფოტო: Zsolt Czeglédi / AP
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის მკურნალობისთვის პრეპარატების სია განაახლა. ორგანიზაცია არ უწევს რეკომენდაციას ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმედ არის პაციენტი.
კოვიდპაციენტების სამკურნალოდ რემდესივირს გამოიყენებაზე საუბრობდნენ საქართველოშიც. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატს მხოლოდ მძიმე პაციენტების შემთხვევაში გამოიყენებდნენ. გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა რემდესივირი გადაესხა.
განახლებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც BMJ-ის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, მიმდინარე მონაცემები არ მიანიშნებს იმაზე, რომ რემდესივირს რაიმე გავლენა აქვს კორონავირუსით გარდაცვალების რისკზე ან ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებაზე.
დაახლოებით ერთი თვის წინ რემდესივირის მწარმოებელმა კომპანია გილეადმა განაცხადა, რომ აშშ-ს წამლებისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი დაამტკიცა. რემდესივირი გახდა პირველი პრეპარატი, რომელიც FDA-მ კოვიდის წინააღმდეგ გამოყენებისთვის დაამტკიცა.
როგორც CNN-ს ჯონ ჰოპკინსის ცენტრის უფროსმა მეცნიერმა, ამეშ ადალიამ უთხრა, რემდესივირმა ჯანმოს დადებითი შეფასება ახალი კვლეების გამო ვერ მიიღო.
"ხალხი ხვდებოდა, რომ რემდესივირის სარგებელი, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალურია და ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ სავარაუდოდ, პაციენტებს უფრო სწრაფ განკურნებაში ეხმარებოდა, თუმცა მტკიცებულებები ამის შესახებაც სუსტია", — განაცხადა მან.
როგორც იგი განმარტავს, ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ რამდენიმე კვლევაში, თუმცა არა ყველაში, მან დადებითი შედეგი აჩვენა.
"ჩვენ ბევრი მედიკამენტი გვაქვს, რომელიც FDA-ს მიერ არის დამტკიცებული, მაგრამ ისინი ყოველთვის შედიან რეკომენდაციებში ან გაიდლაინდებში? არა, ყველა მათგანი არა. რემდესივირი გავრცელებული პრეპარატი იქნება? სავარაუდოდ, უკვე აღარ", — განაცხადა ადალიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევისთვისა და ანალიზისთვის საერთაშორისო პანელი შექმნა, რომელშიც 24 ექსპერტი და კრონავირუსისგან განკურნებული 4 ადამიანი შედიოდა. რემდესივირის გამოყენების საწინააღმდეგო რეკომენდაცია ეფუძნება 4 კვლევას, რომელშიც კოვიდის შედეგად ჰოსპიტალიზირებული 7 333 პაციენტი მონაწილეობდა.
"რემდესივირის ნებისმიერი დადებითი ეფექტი, თუ ისინი ნამდვილად არსებობს, სავარაუდოდ, მცირეა და სერიოზული ზიანის შესაძლებლობას ტოვებს", — ნათქვამია გაიდლაინში.
ჯანმოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კომპანია გილეადიც. მათი განცხადებით, ანტივირუსილი პრეპარატის გამოყენება სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული იყო სანდო მონაცემებზე დაყრდნობით. გილეადი იმედგაცრუებულია იმის, გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა ეს რეკომენდაციები იმ დროს, როცა შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში მკვეთრად იზრდება.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
კომენტარები