ბარდუბანში მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
5 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ბარდუბნის სკოლას ესტუმრა და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა — მძიმე სენით გარდაცვლილი 23 წლის მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა. მარიამის 12 წლის დას, ლიზის კი გურული დღიურების სტიპენდია დაენიშნა.
"ვიცი, თქვენი ფიქრი, ახლა სხვაგან არის მიმართული და სრულიად სამართლიანადაც — ამიტომაც, ეს ხანია, არ გაწუხებთ პარალელური ამბებით. არც ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი საქმე გავასრულეთ. გავასრულეთ კი არა, დავიწყეთ — უფრო სწორედ. ამიტომაც მოგიყვებით.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
მარიამ ბარდაველიძე გახსოვთ, 23 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღეში იმსხვერპლა ავმა სენმა. დედამისიც გახსოვთ, ქალბატონი აზა, მარიამის დასახმარებლად შეგროვებული ფულის ნაწილის ჩემთვის დარიცხვას რომ აპირებდა — ეს დიდებული და გმირი ქალი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ქმარიც გარდაეცვალა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ
მარიამის სიცოცხლის ამქვეყნად გასაგრძელებლად საუკეთესო გზა მის სოფელში, მისსავე სკოლაში მისი სახელობის ბიბლიოთეკის მოწყობა იქნებოდა.
და აი, ბარდუბნის სკოლაში მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა — ულამაზესი სამკითხველო, რომელიც ნინო ჩაკვეტაძის შემოწირული ნახატითაც დავამშვენეთ. სამასი წიგნი ჩავიტანეთ. ხვალ ეს თაროები მთლიანად შეივსება.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
მარიამის 12 წლის დას, ლიზის გურული დღიურების ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ — ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაგვეხმარა. 5 ნოემბერს მარიამის მამის, შესანიშნავი პედაგოგის, რამაზ ბარდაველიძის გარდაცვლებიდან ერთი წელი გასულა. შემთხვევითი იყო ეს დამთხვევა, მაგრამ ძალიან მძაფრი.
მაგრამ ამაზე მძაფრი რამაც მოხდა — დღეს ჩემი წიგნი მომაწოდეს, მარიამის ნაყიდი და მას სიკვდილის შემდეგ გავუკეთე სამახსოვრო წარწერა.
გზაზე, უკან მომავალმა, ყველა მომდგარი ცრემლი ჩავიბრუნე — სიცოცხლის დღე იყო და ამიტომაც. მარიამიც იცინოდა და მე რატომ უნდა მეტირა.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
მადლობა დახმარებისთვის პალიტრა L-ს, გიმნაზია შავნაბადას, ანა გაბედავას", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.
#ეკვილიბრიუმი ს მხარდამჭერია #გალფი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები