Cargon ინტელექტუალურ ალგორითმებზე მომუშავე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელებსა და გადამზიდავებს ერთმანეთთან აკავშირებს. აპლიკაცია ტვირთმფლობელს აძლევს საშუალებას, რომ სწრაფად დაადგინოს გადაზიდვის ფასი და დაუყოვნებლივ მოიძიოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი.

სტარტაპის ისტორია 4 წელზე მეტს ითვლის, თუმცა გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა გამოდგა, რომლის პირველი ნაკადის ერთ-ერთი გამარჯვებულიც სწორედ Cargon გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდი გაზაფხულზე, რამდენიმე კვირით, სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე გაემგზავრება, რაც მათ ახალი ინვესტიციებისა და პარტნიორების მოძიების უნიკალურ საშუალებას მისცემს.

ჩვენ Cargon-ის თანადამფუძნებელს, ვანო ჩალაძეს ვესაუბრეთ, რომელიც გვაცნობს სტარტაპის ისტორიას და გვიყვება, როგორია აქსელერაციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროგრამაში მონაწილეობა.

SoundCloud

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts

PodBean

Spotify