ხარვეზები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში — მრავალეროვანი საქართველო
07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში "მრავალეროვანი საქართველოს" მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები.
დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (5 ფაქტი):
დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ საარჩევნო უბანზე (უბანი #01.04.19 და #01.04.25). გარკვეული დროით დამკვირვებლების უბნის გარეთ დაყოვნების შემდეგ დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს.
მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა.
მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე.
ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე.
კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩვნო კომისიამ უბნის კარები ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო.
კრწანისის #01.04.19 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს.
მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა.
საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (4 ფაქტი)
ნინოწმინდის #18.41.34 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:23 საათზე შეძლეს, ვინაიდან საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ საკონტროლო ფურცელი. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე მიიტანეს საკონტროლო ფურცელი, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს და კენჭისყრის პროცესი დაიწყო.
მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:22 საათზე შეძლეს, ვინაიდან დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცლის შევსება და საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენად წილისყრის ჩატარება არ იცოდნენ. ამ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი მას შემდეგ შეავსეს და წილისყრა ჩაატარეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში დასახმარებლად ცესკოს წარმომადგენელი მივიდა.
მარნეულის #13.22.80 უბანზე საარჩევნო კაბინები მოწყობილი არ არის სათანადოდ. კერძოდ, ფარული კენჭისყრის კაბინაში ამომრჩევლის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი არ არის და გახსნილი მხარე მიმართული არ არის კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმგავარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, თანახმად ცესკოს #38-ე დადგენილების პირველი მუხლის ი) ქვეპუნქტისა.
ისნის #04.05.02 საარჩევნო უბანი არასათანადოდ იყო მოწყობილი. ფარული კენჭისყრის კაბინების უკან იყო ცალკე კარი, რომლითაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე შესვლა შეეძლოთ მარკირების გარეშე. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრა, კაბინები გადაადგილეს.
სიტყვიერი დაპირისპირება (1 ფაქტი)
მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ თავმჯდომარემ კომიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (1 ფაქტი)
ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით დააფიქსირა ისე, რომ ის ფარული კენჭისყრის კაბინაში არ შესულა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შევიდა და მეორე ბიულეტენზე არჩევანი კაბინაში გააკეთა.
სადემონსტრაციო ოქმის არშევსება (2 ფაქტი)
ნინოწმინდის #18.41.28 უბანზე კომისიის მდივანი არ ავსებდა სადემონსტრაციო ოქმს და არ შეჰქონდა სადემონსტაციო ოქმში ამომრჩევლების ერთიან სიაში ამომრჩევლების რაოდენობა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მონაცემებს სადემონსტრაციო ოქმში დღის ბოლოს შეიტანდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მიუთითა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამის შესახებ, თუმცა მან რეაგირება არ მოახდინად. დამკვირვებელმა შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.
თერმოსკრინინგის ჩატარების წესი (2 ფაქტი)
ახალქალაქის #13.40. 67 უბანზე თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდა საარჩევნო უბანზე ყოფლის უფლებამოსილების მქონე ორ პირს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ ორივე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.
მარნეულის #13.22.65 უბანზე ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ. ტემპერატურა 7-8 ამომრჩეველს შეუმოწმეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე (1 ფაქტი)
მარნეულის #13.22.70 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირველის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა (1 ფაქტი)
დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25 მეტრიან პერიმეტრის მოთხოვნას.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24 მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) - ქვემო ქართლი; ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) - სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; კასპი (#15) - შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) - თბილისი.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილიური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები