კიბერშეტევა ქართულ ჯანდაცვაზე და ვირუსული დეზინფორმაცია მაკდონალდსზე — GWB-ის მეათე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განახორციელეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1-ელ სექტემბერს "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ" საქართველოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განხორციელდა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება წარმოადგენდა. დაუდგენელი წარმომავლობის ჰაკერებმა ავთენტური დოკუმენტაცია მოიპოვეს და, მოგვიანებით, განზრახ ფალსიფიცირებულ მასალებთან ერთად, ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე "საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით" გამოაქვეყნეს.
საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე (რომელიც ხშირად ხდება კრემლის პროპაგანდის სამიზნე, მათ შორის, პანდემიის კონტექსტში) კიბერშეტევა ლაბორატორიის მიმართ რუსი პოლიტიკოსების ბრალდებების მორიგი ტალღის პარალელურად მოხდა. ამჯერად მათ საქართველო და ამერიკა "ნოვიჩოკის" წარმოებაში დაადანაშაულეს - ნოვიჩოკი ნერვული აგენტია, რომელიც ნავალნის მოწამვლისა და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, დახმარების მისაღებად პარტნიორი ქვენების შესაბამის სამსახურებს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება უკვე არსებობს — საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ერთობლივი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს მასშტაბური კიბერშეტევა სწორედ რუსეთის მიერ განხორციელდა.
ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების პარალელურად რუსეთმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლა
2 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხონვალის სამხრეთ ნაწილში, კასპის რაიონის სოფელ ყარიფალას მახლობლად, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების, ნიშნებისა და ბარიერების მოწყობა, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს მიმდინარეობს.
ბორდერიზაციის ეს ახალი ტალღა "დაემთხვა" ღირსეული პარტნიორი 2020-ის ფარგლებში ამერიკელი სამხედროების საქართველოში ჩამოსვლას (1 სექტემბერი). ღონისძიების ფარგლებში, ამერიკულმა სამხედრო კოლონამ, საქართველოსა და ამერიკის დროშებით, ნელი მარშით გაიარა გორში, ქალაქში რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა 2008 წლის აგვისტოს ომში. რუსეთის მხრიდან მაგისტრალის მახლობლად ბორდერიზაციის ახალი ტალღის დაწყება სხვა არაფერია თუ არა კრემლის აგრესიული პოლიტიკის პროვოკაციული დემონსტრირება.
ღირსეული პარტნიორის 2020 წლის წვრთნებში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, მონაწილეობა ამერიკელმა, ბრიტანელმა, პოლონელმა და ფრანგმა სამხედროებმაც მიიღეს.
პატრიოტთა ალიანსის აფხაზეთში ვიზიტმა სოხუმში პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია
პრორუსული პატრიოტთა ალიანსის (ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია) აფხაზეთში ვიზიტმა აფხაზურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დაძაბულობა გამოიწვია. პარტიის ლიდერების ვიზიტის მომზადებაში მონაწილეობის გამო, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველს, ლაშა საკანიას, 28 აგვისტოს თანამდებობის დატოვება მოუწია. საკუთრივ ასლან ბჟანია კი, ომის ვეტერანების ჯგუფთან, არუუასთან შეხვედრისას იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა და შესაბამისი ზომების მიღების პირობაც დადო.
თავის მხრივ, ლაშა საკანიამ პატრიოტთა ალიანსთან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური მოლაპარაკებები უარყო და განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვთან იყო შეთანხმებული.
პატრიოტთა ალიანსის აფხაზეთში ვიზიტსა და სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად შეფასება არ გაუკეთებია.
პატრიოტთა ალიანსის ანტი-თურქული ნარატივები
პარტია პატრიოტთა ალიანსმა თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაუშვა ვიდეოსერიები სახელწოდებით — დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო. ინფორმაცია, რომელიც ვიდეოებში ჟღერდება, წარმოადგენს ისტორიით მანიპულირებას, ის სპეკულაციურად უკავშირებს ისტორიულ მოვლენებს თანამედროვე კონტექსტს და ამასთანავე დეზინფორმაციასაც შეიცავს. მაგალითისთვის, პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 33% ოკუპირებულია თურქეთის მიერ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან მოურავი კი ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თურქეთმა ბათუმი საქართველოს მხოლოდ დროებით დაუბრუნა და 2 წელიწადში უკან წაიღებს. მითების დეტექტორმა გააბათილა თურქეთთან დაკავშირებული მითები და წარმოადგინა ინტერვიუ ისტორიკოსთან, რომელიც ყარსის ხელშეკრულებასა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე საუბრობს. სრულად იხილეთ მითების დეტექტორზე.
ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაცია მაკდონალდსზე
18 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა — Fitfactory-სწორიკვება-wellness club გაავრცელა პოსტი თანდართულ ფოტოებთან ერთად, რისი მეშვეობითაც ამტკიცებდა, რომ მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტის ინსპექციისას დარღვევები აღმოაჩინეს და რამდენიმე ქალაქში დახურეს. როგორც პოსტში იყო აღნიშნული, მაკდონალდსის პროდუქტებში 2013 წლიდან იყენებდნენ ცხენის, თაგვის, ჭიაყელის და ადამიანის ხორცს. იდენტურ დეზინფორმაციას 31 ივლისს ავრცელებდა ფეისბუქ მოხმარებელი Gadea Gadea Guruli, რომელიც ვირუსულად გაზიარდა. პოსტი იყენებდა სატირულ ბლოგს, კონსპირაციის თეორიებს და მანიპულაციურ ფოტოებს, რომლებიც სრულიად სხვა მოვლენებს ასახავდა. სრულად იხილეთ მითების დეტექტორზე.
ანტივაქსერები იუნისეფის წინააღმდეგ
13 სექტემბერს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეის თავჯდომარე ლევან ჩაჩუამ გამოაქვეყნა პოსტი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, სადაც ამტკიცებდა, რომ იუნისეფი ყიდულობს კოვიდ19-ის ვაქცინებს, რათა საქართველო სავალდებულო ვაქცინაციაში ჩართოს. ჩაჩუა აცხადებს, რომ ვაქცინაცია ბავშვებს ფიზიკურად ვნებს და ამიტომ გაეროს ოფისის წინ საქართველოდან იუნისეფის გაძევების მოთხოვნით აქციას მართავს. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ იუნისეფი უზრუნველყოფს ვაქცინების თანაბრად განაწილებას, რათა ყველა ქვეყანამ, მიუხედავად მათი შემოსავლიანობისა, მიიღოს ვაქცინებზე წვდომა. პროგრამაში საქართველო თავისი ინიციატივით ჩაერთო, შესაბამისად მტკიცება, რომ ვაქცინაცია იუნისეფმა დაასპონსორა და მას სავალდებულო ხასიათი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ვაქცინები მას შემდეგ იქნება მოწოდებული, რაც მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცდება.
კოვიდ19-ის სტატისტიკით მანიპულირება
გასულ კვირას გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იტალიელ ვირუსოლოგზე დაყრდნობით, რომელიც ამტკიცებდა, რომ კოვიდ19-ის სტატისტიკა გაყალბებულია. პოსტი ფეისბუქ ჯგუფიდან კორონა მაფია ვირუსულად გაზიარდა. მითების დეტექტორმა აღმოაჩინა, რომ ჯგუფს კორონა მაფიამდე ეროვნული ყრილობა. ძალაუფლება ხალხს ერქვა, ხოლო მისი ადმინისტრატორი კი ჯგუფს STOP 5G GEORGIA-ს მართავდა, რომელიც მოგვიანებით ფეისბუქმა წაშალა.
მამუკა მდინარაძის დაუსრულებელი ბრალდებები NDI–სა და მისი საქმიანობის წინააღმდეგ საქართველოში
14 სექტემბერს ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა 2020 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ კვლევას საქართველოს მმართველი პარტიის წევრების უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაგმო იმ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკითხვები, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას უწყობს ხელს მთელ მსოფლიოს მასშტაბით. მან ეჭვი შეიტანა კვლევის მიუკერძოებლობაში და განაცხადა, რომ CRRC Georgia (რომელმაც NDI– ს დაკვეთით ჩაატარა გამოკითხვები) ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან არის კავშირში.
"სინამდვილეში არანაირი კვლევა ეს არ არის. კაბინეტებში, ოთახებში სხედან და იქიდან წერენ ამ მონაცემებს, თორემ სხვა შემთხვევაში სხვანაირი პასუხები იქნებოდა" — განაცხადა მდინარაძემ მედიასთან. NDI- ს ბოლო გამოკითხვის პრესრელიზის თანახმად, მათი მონაცემები ეყრდნობა საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობასთან ჩატარებულ სატელეფონო ინტერვიუებს და 2020 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგად 2045 ასეთი ინტერვიუ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მისი ბრალდებები NDI-სა და სხვა დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული. აგვისტოს დასაწყისში მან ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, "არაზუსტი ფაქტობრივი მონაცემები" უწოდა. 2020 წლის ზამთარში ჩვენ ასევე ვიხილეთ თუ როგორ უძღვნიდა მამუკა მდინარაძე NDI–ს კვლევებს ბრიფინგებს და ამტკიცებდა, რომ ეს ორგანიზაცია ოპერირებს საკუთარი ლოგიკითა და იმ ინდიკატორებით, რომლებიც ყოველთვის არ ასახავს რეალობას.
29 სექტემბერს, ევროპული ღირებულებების ცენტრი გამართავს ონლაინ დისკუსიას თემაზე — საქართველო საპარლამენტო არჩევნებამდე. დისკუსიის მომხსენებლები არიან: მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტის წევრი, ეგორ კუროპტევი, თავისუფალი რუსეთის ფონდის დირექტორი საქართველოში, თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის დირექტორი. ღონისძიების მოდერატორია მარიამ წიწიკაშვილი, EVC-ის არარეზიდენტი მკვლევარი, პროექტის მენეჯერი და GRASS-ის მკვლევარი. დისკუსიის სანახავად გადადით მოცემულ ბმულზე.
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ყოველწლიური ანგარიში გამოსცა, რომელიც 2019 წლის სიძულვილის ენის მედიამონიტორინგის შედეგებს ასახავს. წინა წელთან შედარებით ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. 20 ივნისის ანტიდასაოკუპაციო აქციის გეი პრაიდთან და ლგბტ თემთან დაკავშირებას, როგორც მედია, ასევე ანტილიბერალური დაჯგუფება ქართული მარში ახდენდა. მკვიდრდებოდა მოსაზრებები, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე პრემიერ გახარიას გადადგომას ნაციონალები და პიდარასტები ითხოვენ. ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს. პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პარტიოტთა ალიანსის წევრები მიმართავდნენ, რომელიც ტვ ობიექტივთან ერთად თურქოფობიური გზავნილების მთავარი წყარო იყო. მედიიდან ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის ტირაჟირებას, წინა წლების მსგავსად, კრემლთან დაკავშირებული საქართველო და მსოფლიოს ჟურნასლისტები და ავტორები ახდენდნენ, რასაც ეთნო-ნაციონალისტური გამოცემა ასავალ-დასავალი, პრორუსულ პარტია პარტიოთა ალიანსთან დაკავშირებული ტელევიზია ტვ ობიეტივი, კრემლისტური სააგენტო საქინფორმი, ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი ალია, ასევე რეზონანსი მოსდევენ.
მმართველმა პარტიამ — ქართულმა ოცნებამ და მთავარი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. ის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმებს წარმოადგენს, რომელთა მიზანიც დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვაა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის აღსანიშნავია ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრევენცია, ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმართვისა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობა. დოკუმენტზე ხელის მოწერით პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ მათ მზადყოფნას, რომ მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწონ ხელი, ფინანსური რესურსები გამჭვირვალედ დახარჯონ, ოპონენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების უფლებას პატივი სცენ და ყალბი ინფორმაცია განზრახ არ გაავრცელონ. ამასთან, კოდექსი მოიცავს პარტიების შეთანხმებას, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ე.წ "ბოტების ქსელი" არც უშუალოდ თავად და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით არ გამოიყენონ, ამომრჩევლები ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არ დააშინონ, არ განახორციელონ ზეწოლა ან ძალადობა.
16-18 სექტემბერს, სამოქალაქო იდეას სემინართა ციკლის — გაიგე მეტი ან იყავი შემდეგი რიგით მესამე სემინარი გაიმართა. ეს უკანასკნელი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და მოიცავდა შემდეგ თემებს: ერთპარტიული სახელმწიფოს როლი და ბუნება; ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა; ჩინეთის კომუნისტური პარტიის ღირებულებები და დიდი სტრატეგია; ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკის ასახვა შიდა გავლენის წყაროებზე (მედიაში, აკადემიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში); კომუნისტური პარტიის მანიპულირების ქმედებებისგან დემოკრატიული სახელმწიფოების თავდაცვის სტრატეგიები; ჩინეთის ეკონომიკური მიზნები და მისი "ვალების მახის" პოლიტიკა; კონსტრუქციული და კოროზიული კაპიტალი; ჩინეთის გავლენის ოპერაციები ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, ხოლო მონაწილეები წარმოადგენდნენ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას.
სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის პარტნიორ ორგანიზაციებს: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI); დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED); საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრი (CIPE); ამერიკის საწარმოთა ინსტიტუტი (AEI); დემოკრატიის ალიანსის ფონდი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური (EEAS).
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვამთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა მთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს ირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება მამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება
-
გადახედვა"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს "ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს
-
გადახედვაწილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ წილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვა"ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო "ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვაუშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა უშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვაშსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა
-
გადახედვამშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა"ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. "ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაMEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
-
გადახედვაელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას ელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
კომენტარები