ონლაინ შოპინგი მუდმივად განაგრძობს ცვლილებას და ჩვენს ცხოვრებას საგრძნობლად ამარტივებს, რისთვისაც Google-საც უნდა ვუმადლოდეთ. 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში, Google-მა უამრავი ახალი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომელიც Google Shopping-ს დაემატება და ის მომხმარებლებს ვაჭრობის (შოპინგის) ნამდვილ ექსპერტებად აქცევს.

თუ Prime day-მ რამე გვასწავლა (amazon-ის მიერ black friday-ს მსგავსად წელიწადში ერთხელ გამოცხადებული ფასდაკლებები და საუკეთესო შეთავაზებები, მხოლოდ prime წევრებისთვის), ეს ისაა, რომ, იმის მიუხედავად, რამე დღესასწაული გვიახლოვდება თუ არა, მომხმარებლებისთვის მუდმივად კეთდება შეთავაზებები. თუმცა, მთელი წლის მანძილზე ფასდაკლებებისთვის თვალის დევნება და იმის მცდელობაში ყოფნა, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამოგვრჩეს, ცოტა მოუხერხებელი და თავბრუდამხვევია. სწორედ ამიტომ, Google Shopping-ს ახალი ფუნქციები დაემატა, რომელთა საშუალებით, ამიერიდან, მარტივად შეძლებთ სხვადასხვა ბრენდების პროდუქციის ფასების შედარებას და არც საინტერესო შეთავაზებები გამოგეპარებათ.

თუ Google Shopping-ს ჯერ კარგად არ იცნობთ, ეს არის Google-ის ჩანართი, რომელიც სხვადასხვა ვენდორების პროდუქტებისა და მათი ფასების ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ 1.90 მეტრი სიგრძის თეთრ დივანს, უბრალოდ დაგუგლეთ ის, გადადით შოპინგის ჩანართზე და თქვენ დაგხვდებათ უამრავი შედეგი სხვადასხვა ბრენდისა და მაღაზიისგან. Google Shopping ყველა არჩევანს ერთ გვერდზე განათავსებს, ისე, რომ უამრავ საიტზე გადასვლაც არ დაგჭირდებათ.

როგორ გავიგოთ, ფასდაკლებით მართლაც კარგ რამეს გვთავაზობენ, თუ არა

როდესაც რამე ნივთზე ფასდაკლების ნიშანს ვხედავთ, ძნელია იმის გარკვევა, მართლაც კარგი შეთავაზებასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, პროდუქტის ფასს ზრდიან, შემდეგ კი, ფასდაკლებაზე ნორმალურ ფასად გვთავაზობენ და ამით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას. პროდუქტის ნამდვილი ფასი კი, გაზრდილ ფასთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება. არსებობენ ისეთი საიტებიც, როგორიც camelcamelcamel-ია, მაგრამ იგი მხოლოდ ამაზონზე განთავსებული პროდუქტების მონაცემების შედარებაში გვეხმარება. Google Shopping-ის გამოყენებით კი იმის გარკვევაც შეგიძლიათ, პროდუქტის ამჟამინდელი ფასი ზედმეტად მაღალია, დაბალი თუ სხვა ასეთივე ტიპის პროდუქტის ფასის მსგავსი.

ფოტო: IMAGE: GOOGLE
Mashable

ყველა სიკეთესთან ერთად, Google Shopping ჩანართზე თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ბრენდებისა თუ მაღაზიების (ინდივიდუალური მეწარმეების) პროდუქტის ფასების შედარებას. ტოპ მოვაჭრეები ერთმანეთის გევრდით გამოჩნდებიან, ამიტომ უკეთესად გეცოდინებათ რომელ მათგანს აქვს უკეთესი რეიტინგი. ახალი ფუნქციების საშუალებით იმასაც გაიგებთ, არის თუ არა თქვენთვის სასურველი ნივთი რომელიმე კონკრეტულ მაღაზიაში.

გაფრთხილებები ფასდაკლების წინ

ფოტო: IMAGE: GOOGLE
Mashable

თუ კარგი შეთავაზება გამოტოვეთ, ან ეჭვობთ, რომ ფასი მომავალში კიდევ უფრო დაბლა დაეცემა, შეგიძლიათ price tracking ფუნქცია გაააქტიუროთ, რათა შეტყობინება მიიღოთ ფასდაკლებების შესახებ იმ პროდუქტზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ამ შეტყობინებებს ან ელ. ფოსტაზე მიიღებთ, ან Google Search app-ზე. ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

რა გავლენას მოახდენს Google Shopping-ის ახალი ფუნქციები ონლაინ შოპინგზე?

მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად ამ ყველაფრის მოხერხება საკმაოდ მოსახერხებელი და, პანდემიის პირობებში, სასარგებლოცააა, მისმა გამოჩენამ შეიძლება გარკვეული შეკითხვების გაჩენა გამოიწვიოს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 20 ოქტომბერს Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა, რომელიც მას საძიებო სისტემებზე და საძიებო სისტემების რეკლამირებაზე მონოპოლიის დამყარებაში ადანაშაულებს. მართლაც, უამრავი ახალი ფუნქციის დამატება Google-ის მონოპოლიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

საიტები, რომლებსაც შოპინგის გაიდები აქვთ, დიდი გამოწვვეის წინაშე დადგებიან, როცა Google ამ კამპანიას აამოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი კონკურენციის გაკონტროლებასაც შეძლებს. ამით კი, ეს ტექნოლოგიური გიგანტი კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოიხვეჭს.