Next@Acer — გაიგეთ მეტი Acer-ის უახლესი პროდუქტების შესახებ
ჩვენი ყოველდღიურობა ტექნოლოგიური პროდუქტების გარეშე წარმოუდგენელია. ახლა, შეცვლილ რეალობაში კი ციფრული მოწყობილობების როლი კიდევ უფრო გაიზარდა. ამგვარად, ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, როგორიცაა Acer, ყოველდღიურად ცვლის ტექნოლოგიურ რეალობას — ქმნის ახალ პროდუქტებს, რომელიც ყველა ტიპისა თუ ინტერესის მქონე ადამიანს გამოადგება.
21 ოქტომბრის პრეზენტაციაზე Acer-მა კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, ახალი თანამშრომლობების, პროდუქტებისა და სერიების შესახებ ისაუბრა. გაუმჯობესებული ლეპტოპებიდან, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, ვიწრო სამომხმარებლო თუ კომერციულ მოწყობილობებამდე აქ ბევრ სიახლეს შეხვდებით. ამ პროდუქტებს შეუძლიათ, თქვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალონ. მაშ ასე:
Acer აფართოვებს ცნობილი გეიმინგ მონიტორის პორტფელს 6 ახალი Predator და Nitro მოდელით
სამი ახალი მონიტორი Predator XB3 სერიიდან კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლეა გეიმინგ მიმართულებით. ეს არის მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს NVIDIA-სა და G-SYNC ტექნოლოგიას, VESA DisplayHDR გამოსახულებით. ხოლო Predator X34 GS-ს 34 დიუმიანი IPS პანელი იმერსიული გეიმპლეისთვის, პერიფერიული ხედვის შესაძლებლობასაც გვთავაზობს.
რაც შეეხება Nitro Series-ის ორ ახალ მონიტორს, ეს რიგითი გეიმერებისთვისაა, რომლებსაც უნდათ თანამედროვე თამაშებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.
Acer პირველი ბრენდია, რომელიც TÜV Rheinland Eyesafe-ის მიერ სერტიფიცირებულ მონიტორებს გვთავაზობს. უფრო კონკრეტულად, სერტიფიცირებული მოდელების სრული დასახელებები კი ასე გამოიყურება - Predator XB273U NV, Nitro XV272 LV და Nitro XV272U KV.
"ჩვენს უახლეს გეიმინგ მონიტორებში გამოყენებულია ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგია, იმისათვის, რომ მივცეთ გეიმერებს "გლუვი" თამაშის პროცესისა და კომფორტული ერგონომიკის შესაძლებლობა", — ამბობს ვიქტორ ჩინი, Acer-ის ციფრული ეკრანების ბიზნესის მიმართულების პრეზიდენტი.
Acer-ის თქმით, პროდუქციის ფასი დამოკიდებულია რეგიონზე, ან შესაბამისი ინფორმაციისთვის acer.com-ს უნდა ეწვიოთ.
Predator FrostBlade — გაგრილების ინოვაციური სისტემა Acer-ისგან
გეიმინგ მიმართულება რომ გავაგრძელოთ — გეიმინგ კომპიუტერების სერიის, Predator-ის საფირმო გაგრილების სისტემა Predator FrostBlade ამიერიდან ცალკე, დამოუკიდებელ პროდუქტადაა წარმოდგენილი. ტაივანურმა მწარმოებელმა ვენტილატორის ზომა 120 მმ-მდე შეამცირა. აღნიშნული გაგრილების სისტემა წინამორბედებთან შედარებით კომპიუტერს 30%-ით უფრო სწრაფად აგრილებს და ამავე დროს, მისი ხმაურის მაჩვენებელი არ აღემატება 24 დბ-ს.
Acer-ის თანამშრომლობა Porsche Design-თან და ახალი პროდუქტი
პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა Acer-ისა და Porsche Design-ის თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, კომპანიებმა ახალი პროდუქტი - Acer Book RS წარადგინეს. ეს არის ლეპტოპი მეტალის შეფუთვაში, რომელიც აღჭურვილია მე-11 თაობის Intel® Core™ i7 პროცესორითა და NVIDIA® GeForce® MX350 GPU2-ით.
RS კომპაქტური მოდელია, მისი წონა 1.25 კილოგრამია და ის დაფარულია ნახშირბადის ბოჭკოვანი საფარით, რაც მომხმარებელს პროდუქტთან შეხების თითოეულ ჯერზე განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება. RS-ის სისქე 15.99 მილიმეტრია, მოდელს აქვს მულტი-ჟესტების მხარდაჭერა, მეტად ინტუიტიური მულტითასქინგის გამოცდილების შესაქმნელად. ლეპტოპის დიზაინი შექმნილია Porsche Design-თან ერთად, რის შედეგადაც იგი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, RS-ს აქვს 14 დიუმიანი FHD IPS თაჩსქრინი, რომელიც დაფარულია ანტიმიკრობილი Corning® Gorilla® Glass-ით. ასევე, 16 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, ელემენტის გამძლეობა 15-დან 17 საათამდე, სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, რომელიც 4 საათის სამყოფი ენერგიით 30 წუთში მოამარაგებს ლეპტოპს. მოდელის გაყიდვები დეკემბრიდან იწყება და მისი ფასი 329.99 დოლარია.
AI თარჯიმანი გეიმერებისთვის — SigridWave
SigridWave Acer-ის ახალი პროდუქტია და ის წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც Planet9-ზე თამაშის პროცესში, პირდაპირ ეთერში თარგმნის ტექსტებს გეიმერებისთვის. Planet9 Acer-ის გეიმინგ პლატფორმაა, რომელიც სოციალურ ფუნქციებსაც ითავსებს, ხოლო პროდუქტ SigridWave-ის მიზანია, ღრმა დასწავლის ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამსხვრიოს ენის ბარიერი მსოფლიო გეიმერებს შორის. მოდელის გაწვრთნა 10 მილიონი ბილინგუალური წინადადების დახმარებით მოხდა. გარდა ამისა, SigridWave-ის შესაქმნელად გამოიყენეს ორი მთავარი ტექნოლოგია - Speech Recognition (ASR) და Neural Machine Translation (NMT). მათი დახმარებით, AI-ის შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს თამაშის მიმდინარეობისას გაჟღერებული სარეკლამო ტექსტები და გეიმერების კომენტარები. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიების დახმარებით SigridWave-მა უკვე იცის, როგორ გამოხატავენ სათქმელს გეიმერები.
SigridWave სპეციალურად გეიმინგ ინდუსტრიისთვის შექმნილი პროდუქტია. ამ ეტაპზე, ის 1000 საათის განმავლობაში წარმოთქმული ან დაწერილი, თამაშთან დაკავშირებული ტექსტებითაა გაწვრთნილი. ტექსტში კი იგულისხმება როგორც ხმოვანი შეტყობინებები, ასევე ჩატები.
პრეზენტაციაზე ამ მიმართულებით Acer-მა ასევე წარადგინა Clubs და Tournaments - სხვა ფუნქციები, რომლებიც პლატფორმა Planet9-სთვისაა შექმნილი. ერთი პროდუქტის მიზანი შეჯიბრებადი თამაშის უზრუნველყოფაა, ხოლო მეორე გეიმერებსა და ბრენდებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ამგვარად, Acer-მა - ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, შეძლო, პროდუქტების მრავალი ხაზი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აეყვანა. ახალი თაობის მონიტორები, პროექტორები თუ ლეპტოპები ციფრული სამყაროს ახალ კარს გვიხსნიან შემოქმედებით, საქმიან, სამშენებლო თუ ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ, თამაშისა თუ ვიდეომონტაჟის მოყვარულ ადამიანებს. მალე ეს პროდუქტები ჩვენი კომფორტისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.
კომენტარები