უთავო რობოტი, რომელსაც კიბეზე ასვლა და ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, 250 000 $ ღირს
რობოტების მწარმოებელმა კომპანია Agility-იმ ცნობილი ჰუმანოიდი რობოტის ფასი განსაზღვრა. რობოტი სახელად Digit, რომელსაც სატვირთო მანქანების ყუთებით მომარაგება, კიბეებზე გადაადგილება და სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოს მოქნილად შესრულება შეუძლია, 250 000 აშშ დოლარი ღირს.
Agility-იმ გამოაცხადა, რომ რობოტების კომერციული წარმოებისთვის 20 მილიონი დოლარის გამოყოფა შეუძლია. რობოტის ფორმა ადამიანის მსგავსია. მას 2 ფეხი და 2 ხელი აქვს, თუმცა, თავი აკლია და უკან მოხრადი მუხლები აქვს.
Digit ისეა აწყობილი, რომ რთული ფიზიკური დატვირთვა აიტანოს, როგორიცაა ტვირთის გადაზიდვა და საშიში სამუშაობის შესრულება. ადამიანისგან განსხვავებით, რობოტი "იკეცება" რაც მის გადაადგილებას ამარტივებს.
"რობოტების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენს სივრცეს და ჩვენ მოთხოვნებს მოერგონ", — ამბობს Agility-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ჰურსტი. კომპანიას უკვე აქვს კონტრაქტი Ford-თან. Digit ფორდს მომავლის თვითმართვადი მანქანების ყუთებით დატვირთვასა და ადგილზე მიტანის ავტომატური სერვისის უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს.
აღსანიშავია, რომ ცოტა ხნის წინ Boston Dynamics-მა თავისი ძაღლისმაგვარი რობოტის, Spot-ის გაყიდვა 75 000 $-ად დაიწყო.
კომენტარები