ივანიშვილის კლანს არ სურს ჩვენი გზავნილის იმედის ტელევიზიით გაშვება — სერგი კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მათი პარტიის საარჩევნო კლიპი, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშილი, ყველა ტელევიზიამ გაუშვა ეთერში გარდა იმედისა.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, იმედი სხვადასხვა, აბსურდული მიზეზის გამო, არ უშვებს ამ კლიპს თავის ეთერში. მისი თქმით, ამ რეკლამის არ გაშვება არის კოსნტიტუციური უფლების შეზღუდვა.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიებისათვის სხვა მედია ინსტრუმენტების გამოყენების პარალელურად, როგორიცაა სოციალური მედია, კონკრეტული სარეკლამო კლიპების გაშვება სატელევიზიო მედიაში. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მიიტანოს რაც შეიძლება მეტ ადამიანთან.
თქვენ კარგად იცით, რომ ევროპულ საქართველოს გარდამტეხი ცვლილებების გეგმის პარალელურად, ასევე, აქვს აღებული ორი ველადებულება საზოგადოებასთან. ერთი ვალდებულებაა, რომ არ შევუქმნით მთავრობას ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში და ამის ინიციატორებიც ვიყავით სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომ სხვებსაც დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია და მეორე პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ, ეს არის, რომ არ დავუჭერთ მიხეილ სააკავშილს პრემიერ მინისტრის პოსტზე.
ამასთან დაკავშირებით ჩვენი ერთ-ერთი სარეკლამო კლიპი განათავსა ყველა ტელევიზიამ, გარდა იმედისა, რაც აბსოლიტურად გასაგებია ჩვენთვის, რომ ოლიგარქს ენგრევა თავისი პროპაგანსიდტული გზავნილი, რომ ყველა ოპოზიცირი პარტია არის მიხეილ სააკშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული და გზავნილი, რომ ევროპული საქართველო არის იგივე ნაციონალური მოძრაობა და იგივე სააკაშვილი და ეს ბუნებრივია. მათ არ მოსწონთ და ამ გუნდს, კლანს, არ მოსწონთ, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული ევროპული საქართველოს პოზიცია, არამარტო ივანიშვილთან, როგორც მიუღებელ მმართველთან, რომელიც არის აუცილებლად დასამარცხებელი, არამედ ჩვენი პოზიცია იმაზე, რომ არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერობაზე.
აქედან გამომდინარე, ისინი ბლოკავენ ამ კლიპის გაშვებას სრულიად აბსურდული, არაადეკვატური მიზეზებით და 1 კვირაზე მეტია ისინი არ გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე მათი მედიის საშუალებით. სამწუხაროდ, იმედი ჩამოყალიბდა მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად და მანქანად და ამიტომ, მათ არ სურთ ისეთი ტიპის გზავნილები იქნას გაჟღერებული მათი არხიდან, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ამ პროპაგანდისტულ მიმართულებას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, ისევე როგორც მარეგულირებელს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო კლიპი გავიდეს ყველა არხზე, რადგან ყველა კანონი არის დაცული და მისი არგაშვება არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა", — აცხადებს კაპანაძე.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები