ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. ამჯერად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კასპის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს გორისა და კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაპუნა კობერიძე წარუდგინა.
გამართული ღონისძიების ფარგლებში ხაზარაძემ მოსახლეობას ლელოს ახალი მარშალის გეგმა გააცნო, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია. როგორც ლელოში განმარტავენ, იგი მოიცავს ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურის განვითარებას და სხვა. სფეროებს.
"ვიცით, რომ ამ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გორი, კასპი და საერთოდ, შიდა ქართლი იმ ეპიცენტრში, რასაც ჰქვია აგროწარმოება, ბიოწარმოება, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ექსპორტზე გავიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოდის და ყველა მხრივ მდიდარია, არ უნდა ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. პირიქით, ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა ამას არ აკეთებს, რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ისინი ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერით", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ღონისძიების მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ხაზარაძის თქმით, მსგავსი შინაარსის საქმე ხმაურით და დაჭერებით არ წყდება.
"ჩვენ ამას აბსოლუტურად ვემიჯნებით და როგორც კი “ლელო” მოვა ხელისუფლებაში, არამარტო გარეჯის საკითხს, არამედ მთლიან ქვეყნის გაერთინების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, ისე, რომ არ დაზიანდება არავის ინტერესი", — გაცხადებს ხაზარაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა კასპის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც აქ დგას. მე თუ ჩემი ამომრჩეველი მენდობა, რომ ვიყო მათი ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ვიზრუნო ყველა მოქალაქის დასაცავად, ვიბრძოლებ, პირველ რიგში, მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და მმართველობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რეგიონს აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ", — განაცხადა კობერიძემ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები