13 ოქტომბერი — ახალი აიფონის გამოსვლის თარიღი ცნობილია
კომპანია ეფლმა ახალი პრეზენტაციის თარიღად 2020 წლის 13 ოქტომბერი დაასახელა. დიდი ალბათობით ჩვენ ზუსტად ამ დღეს ვიხილავთ აიფონის ახალი თაობის წარმომადგენლებს.
iPhone 12-ის ხაზი პირველია, რომელიც არ წარმოადგინეს სექტემბრის ტრადიციულ ღონისძიებაზე.
13 ოქტომბრის პრეზენტაციის სლოგანია "Hi, Speed" — ეს ერთგვარი სიტყვების თამაშია, რადგან ინგლისურად ეს ფრაზა "გამარჯობა, სიჩქარე"-ს ნაცვლად შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც "მაღალი სიჩქარე". ამით კომპანია მიგვანიშნებს უსწრაფეს 5G მობილური კავშირის მხარდაჭერაზე iPhone 12-ში.
ონლაინ პრეზენტაცია თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.
მაშ ასე, ბოლო გავრცელებული ჭორების თანახმად, iPhone 12-ის ყველაზე მომცრო წარმომადგენელი 5,4-დიუმიან ეკრანს მიიღებს და მისი ღირებულება $600 შეადგენს — აღნიშნულ მოდელი სრულიად ახალი იქნება და მას არ ყავს წინამორბედი.
საბაზისო iPhone 12 მიიღებს 6,1-დიუმიან დისპლეის და მისი ფასი $750 იქნება, ხოლო iPhone 12 Pro და Pro Max-ის ფასები $1000-დან $1100-მდე იმერყევებს.
ახალი თაობის აიფონი A14 Bionic ჩიპსეტს, OLED ეკრანს და 5G ქსელის მოდულს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ iPhone 12 Pro Max-ში შესაძლოა გამოჩნდეს LiDAR სენსორი "გაუმჯობესებული ფოტოგრაფიისა და გაფართოებული რეალობისთვის".
კომენტარები