სამაშველო საფრენი კოსტუმი მიუვალი ადგილებისთვის — ვიდეო
Great North Air Ambulance Service (GNAAS) ბრიტანული საქველმოქმედო სამაშველო საჰაერო სამსახურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაუდებელი დახმარების ახალი ხერხი გამოსცადა.
GNAAS-მა Gravity Industries-ის შექმნილი სპეციალური საფრენი კოსტუმი დატესტა. პილოტს კოსტუმზე ორი კომპაქტური ძრავი ჰქონდა მიმაგრებული, რისი მეშვეობითაც ბოუფელის მთის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში 90 წამში გადაფრინდა. ამ მანძილით ფეხით გავლას დაახლოებით 25 წუთი დაჭირდებოდა.
GNAAS-ში იმედოვნებენ, რომ მომავალში მსგავსი კომპაქტური საფრენი კოსტუმები ექიმებს და მაშველებს გამოადგებათ. ხანდახან რელიეფი საგზაო ტრანსპორტისთვის რთული გასავლელია. გამოსავალი კი შეიძლება ასეთი საჰაერო გადაადგილება იყოს.
Gravity Industries-ის ეს მოდელი ჯერ მხოლოდ სატესტო ვერსიაა, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით უფრო კომპაქტური და ეფექტიანია. მაგალითად ამ საფრენ კოსტუმს 136 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მაშინ როცა წინა მოდელის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 51,5 კმ/სთ იყო.
საფრენი კოსტუმის მართვა სპეციალურ ცოდნას და ტრენინგს საჭიროებს. სხეულზე მიმაგრებული ძრავის კონტროლი და ფრენა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა თუ სურვილი გაქვთ, ეს კოსტუმი 440 000 დოლარად თქვენც შეგიძლიათ იყიდოთ.
კომენტარები