როგორ აღწევს კორონავირუსი ჩვენს სიზმრებში
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მოსახლეობაზე კვალი დატოვა. გარდა იმისა, რომ COVID-19-მა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა და ბევრის სიცოცხლე მნიშვნელოვნად გაართულა, როგორც ჩანს ვირუსი ჩვენ სიზმრებშიც "აღწევს".
Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პანდემია ადამიანების ცუდ სიზმრებსაც უკავშირდება. შეგროვებული მონაცემები მიანიშნებს, რომ პანდემიას კოშმარების ნახევარზე ჰქონდა გავლენა.
კვლევა ფინეთში ჩატარდა. კითხვარი 4 000-მა ადამიანმა შეავსო, როცა ფინეთში საგანგებო მდგომარეობის მეექვსე კვირა იყო. კვლევა Hesingin Sanomat daily-ის სტატიასთან ერთად გამოქვეყნდა. ამ უკანასკნელი სტატიისთვის, კითხვარი დამატებით 800-მა რესპოდენტმა შევასო.
ჰელსინიკის უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელის, ანუ-კარტიინა პესონენის თქმით, ადამიანებში მსგავსი ტიპის სიზმრები იჩენდა თავს, რაც სავარაუდოდ დიდწილად COVID-19-ით განპირობებულმა აპოკალიფტურმა ატმოსფერომ გამოიწვია.
პესონენმა გუნდთან ერთად ფინურ ენაზე მოთხრობილი სიზმრები ინგლისურ სიტყვების სიად გადათარგმნა. კოშმარებში ხშირად მეორდებოდა ერთი და იგივე თემა: ადამიანები ვერ იცავდნენ სოციალურ დისტანციას, მათ უფუჭდებოდათ დამცავი მოწყობილობები, თავს ვერ იკავებდნენ ჩახუტებისგან და ა.შ
თემატურად პანდემიით შთაგონებული კოშმარების დისტოპიური და აპოკალიფტური იყო. აღსანიშნავია, რომ სიზმრების კვლევაში, მსგავსი Ai ანალიზი პირველად იქნა გამოყენებული. პესონენი იმედოვნებს, რომ ეს უფრო ხშირი პრაქტიკა გახდება.
კვლევა ადამიანების ძილის ჩვევებზე და პანდემიისდროინდელ სტრესზეც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. მაგალითად, აღმოჩნდა რომ რესპოდენტთა ნახევარს, პანდემიის დროს უფრო მეტი ეძინა, 25%-ს უფრო მეტი კოშმარი ესიზმრებოდა და რესპოდენტების 10%-ს დაძინება უჭირდა.
ძილი მენტალურ ჯანმრთელობაში დიდ როლს თამაშობს. ხშირი კოშმარები კი პოსტტრავმატულ სტრესს მნიშვნელოვნად ზრდის. საბოლოო ჯამში სტრესის საფუძველი ტრამვა და შფოთვაა. პანდემია კი ბევრისთვის საკმაოდ ტრამვატულია.
კომენტარები