ლანა დელ რეი პირბადის ნაცვლად ბადის ტარებისთვის გააკრიტიკეს
ფოტო: Lana Del Rey / Instagram
ამერიკელი მომღერალი და უკვე პოეტიც, ლანა დელ რეი, საკუთარი პოეზიის სადებიუტო კრებულის კალიფორნიაში გამართულ პრეზენტაციაზე ერთობ ორიგინალური "პირბადით" გამოჩნდა, რამაც მისი ფანების ნაწილი გააღიზიანა.
პოპვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, წიგნის მაღაზია Barnes & Noble-ის ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა და საკუთარი წიგნიდან, ია უკუხრილი ბალახის თავზე, ნაწყვეტები წაიკითხა.
დელ რეის ბრჭყვიალა ბადით მოქსოვილი პირბადე ეკეთა, რომლითაც მანამდე Interview magazine-ის გარეკანზე გამოჩნდა.
"ლანა, გთხოვ, ნამდვილი პირბადე ატარე. გეხვეწები, საკუთარ უსაფრთხობაზე იზრუნე", — წერს მომღერლის ერთ-ერთი ფანი ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოს კომენტარებში.
"ლანა მიყვარს, თუმცა ეს წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო საქციელია", — წერს სხვა გულშემატკივარი.
დელ რეის დამ, ქეროლაინ გრენტმა, რომელიც ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერით გადმოსცემდა მომღერლის პოეზიის საღამოს, განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებული ლანას ტესტის პასუხი უარყოფითია; ამასთან, გრენტის თქმით, მას გულშემატკივრებთან ორმეტრიანი დისტანცია ჰქონდა დაცული.
მიუხედავად ამისა, ტვიტერის ერთ-ერთ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მომღერალი საღამოს დასასრულს ფანებთან ერთად იღებს ფოტოებს, რაც კალიფორნიაში არსებული ფიზიკური დისტანცირების წესებს ეწინააღმდეგება.
"გთხოვ, მითხარი, რომ ამ ბადის მიღმა რაიმე ნაქსოვი ან პლასტიკური ბარიერია", — წერს კიდევ ერთი ფანი კომენტარებში.
ეს მართლაც შესაძლებელია. ზოგიერთი მაღაზია მომხმარებელს ისეთ პირბადეს სთავაზობს, რომლითაც პირის დანახვაა შესაძლებელი.
მომღერალი კრიტიკას არ გამოხმაურებია, თუმცა ამ ამბის შემდეგ მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ლექსს კამუფლაჟის სტილში გადაწყვეტილი პირბადით კითხულობს. ვიდეოს დასასრულს დელ რეი პირბადეს იხსნის. ამ ჟესტით კი გულშემატკივრებისგან დადებითი კომენტარები დაიმსახურა:
"როგორც იქნა, ნამდვილი პირბადე", — შვებით აცხადებს ერთ-ერთი ფანი პოსტის კომენტარებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, პირბადე კვლავ რჩება უმთავრეს იარაღად კორონავირუსთან ბრძოლაში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი კი აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება, შესაძლოა, პრევენციულ ვაქცინაზე ეფექტურიც კი იყოს.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები