XX საუკუნის უნიკალური პოსტერები ციფრულ საცავში — ალდაგის საიუბილეო პროექტი
ალდაგი 30 წლისაა. ამ თარიღის აღსანიშნად სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პროექტი პოსტერების ციფრული საცავი განახორციელა. Poster.aldagi.ge ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც თავმოყრილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია მეოცე საუკუნის უნიკალური შინაარსისა და დიზაინის პლაკატები, რომლებიც დამატებით ისტორიულ მასალას იძლევა, როგორც ეპოქის შესასწავლად, ისე წარსულთან რეფლექსიისთვის.
ვებგვერდი poster.aldagi.ge თანამედროვე ციფრული გალერეაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ერთი მხრივ, გალერეაში ხელმისაწვდომია საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატები, მეორე მხრივ, სარეკლამო შინაარსის პოსტერები, რომლებიც ასევე საკმარის ინფორმაციას იძლევა სისტემის რაობასა და სოციალურ ტრენდებზე. აქვე დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს აფიშები, დათარიღებული 60-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.
"ხელში ჩაგვივარდა საბჭოთა დროის პოსტერები, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაზღვევას ეხებოდა. მივხვდით, რომ ბევრი რამ არ ვიცით, არა მხოლოდ დაზღვევის მაშინდელ გაგებაზე, არამედ ზოგადად ეპოქაზე. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული პოსტერების ათასობით ვერსია, რომელიც საჯაროობას და ხელმისაწვდომობას იმსახურებდა. ასე შეიქმნა პოსტერების ციფრული არქივი, იმისთვის, რომ პროექტი წარსულში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც უკვე თანამედროვეობას და ჩვენს დროში არსებულ პრობლემებს ეხება", — ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
ალდაგმა 5-მდე დიზაინერთან იმუშავა იმისათვის, რომ პროექტში ასახულიყო თანამედროვეობისთვის აქტუალური საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური თუ სხვა საკითხები. შედეგად, შეიქმნა ახალი პოსტერების სერია, რომელიც კარგად ასახავს დღეს არსებულ პრობლემებს თუ სოციალურ ტრენდებს. ახლად შექმნილი პოსტერები ეხება თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ოკუპაციის, თვითრეალიზაციის, ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების თემებს.
პლატფორმა ღიაა ყველა იმ არტისტისა და ხელოვანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს დროში არსებული პრობლემა თუ საკითხი პლაკატის ფორმატში გადმოსცეს და ამ გზით გამოხატოს საკუთარი იდეა. Poster.aldagi.ge მუდმივად განახლდება და მას ახალი ციფრული მასალა დაემატება.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
კომენტარები