6 რჩევა, რომელიც ინტერიერის დაგეგმვაში დაგეხმარებათ
ფოტო: Grant K. Gibson / Time
ინტერიერის დაგეგმვა და საოცნებო სახლის რეალობად ქცევა ხანგრძლივი, შრომატევადი და ხშირად, ხარჯიანი პროცესია, შესაბამისად ბევრ ფიქრსა და ყველა წვრილმანის გათვლას საჭიროებს.
როდესაც სივრცის ათვისებაზე ფიქრობთ, პირადი სურვილები წინა პლანზე უნდა წამოწიოთ და არ უნდა შეუშინდეთ თქვენი სტილისა და გემოვნების სრულყოფილად გამოხატვას. ყველაზე მთავარია, საცხოვრებელი სივრცე მყუდრო სახლად აქციოთ, ამისთვის კი პირადი მისწრაფებების გათვალისწინება უმთავრესია.
არც თამამი ნაბიჯების გადადგმას უნდა მოერიდოთ, თუ გსურთ, ისეთი ინტერიერი შექმნათ, რომელიც დროსაც გაუძლებს და, რაც მთავარია, თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.
ამ სტატიაში 6 რჩევას შემოგთავაზებთ, რაც რემონტის დაწყებას გაგიადვილებთ და დაგეხმარებათ, ინტერიერი მაქსიმალურად მოარგოთ როგორც დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს, ისე თქვენს სურვილებს.
1. განსაზღვრე შენი სტილი
ფოტო: Pixabay / Pexels
როგორ განწყობას უნდა ქმნიდეს საცხოვრებელი სივრცე? მარტივ ხრიკს გასწავლით, რომელიც თქვენი სტილის უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ — გადახედეთ თქვენს გარდერობს, ოფიციალური ტანსაცმელი ჭარბობს თუ თავისუფალი, ყოველდღიური სტილი უფრო გჭრის თვალს? გარკვეულ ფერებზე ან ვიზუალურ მახასიათებლებზე ხომ ხართ მიჯაჭვული?
თქვენი სტილის განსასაზღვრად კიდევ ერთი მეთოდი იმ საკვანძო სიტყვების ჩამოთვლაა, როგორი იერიც უნდა ჰქონდეს გარემოს — ტრადიციული, საქმიანი, იქნებ ელეგანტური? თუ ცოცხალი, მხიარული, ან სტუმართმოყვარე? შესაძლოა მონოქრომული, სწორხაზოვანი, თუნდაც თანამედროვე?
დიზაინის შთაგონება ცხოვრების ყველა ასპექტიდან შეგიძლია "შეისრუტოთ". გაიხსენეთ სასტუმრო ან რესტორანი, რომელში ყოფნისას სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დარჩით და დაფიქრდით, რა დეტალებმა თუ მახასიათებლებმა მოგანიჭათ ეს განცდა. ეს შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული სავარძელი, სანათი, ან ფოტო კედელზე, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სურვილები უკეთ გააანალიზოთ.
2. ჩამოყალიბდით, რა არ მოგწონთ
განსაზღვრო ის, თუ რა არ მოგწონს, ბევრად მარტივია. ასე არჩევანი ბევრად დავიწროვდება და საქმეც გაგიადვილდებათ. მაგალითად, დიდი ზომის, მკვეთრი პრინტი, შესაძლოა უსიამოვნო მოგონებებს გახსენებდეთ, რომელიც არ გსურთ, თქვენს ბინაში იგრძნოთ. იქნებ სარწეველა სავარძელი გაგონებთ დროს, როდესაც მსგავს ნივთზე თამაშისას ტრავმა მიიღეთ? არ არის გამორიცხული, გარკვეულმა ფერმა თქვენს გონებაში გააცოცხლოს დიზაინის ტრენდი, რომელიც არ მოგწონდათ და არ გსურთ გამეორება. მოგონებები და რეაქციები ძალზე პერსონალურია და სწორედ ამიტომ აქვთ ძალა, განსაზღვრონ ჩვენი გემოვნება.
3. დიზაინი სივრცის გათვალისწინებით ააგეთ
სივრცის დაგეგმვისას მასშტაბების გათვალისწინება მნიშვნელოვანი რამაა. სივრცისთვის შეუსაბამო ზომის ავეჯი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. სჯობს, დიზაინი იმ ავეჯის ირგვლივ ააწყოთ, რომლისთვისაც საკმარისი სივრცე გაქვთ. აუცილებლად იფიქრეთ ბალანსზე. მოზრდილი ოთახებისთვის სხვადასხვა ზონები დაგეგმეთ — იქნება ეს, ჩამოსასხდომი ადგილი, თუ ტელევიზორის კუთხე, გამონახეთ სივრცე სამუშაო მაგიდისთვის ან მოაწყვეთ გასართობი ზონა. ამ ხერხით ოთახს ბევრად მრავალფეროვან დატვირთვას შესძენთ. სიმეტრიების წედმიწევნით დაცვაზე ნუ იფიქრებთ, რადგან ამან შეიძლება სივრცეს ზედმეტი სწორხაზოვნება შესძინოს და მოსაწყენი ნოტები შეიტანოს ინტერიერში. მთავარია, გაითვალისწინოთ პროპორციები და მასშტაბი, რადგან ეს ელემენტები დახვეწილი დიზაინის მთავარი ნიშნებია.
4. ნახატები და საღებავი რეალურ სივრცეში გამოსცადეთ
ფოტო: Emma Pollard / Pexels
ინტერიერის ნახატებით გაფორმება ფინანსურად ეფექტური გადაწყვეტილებაა. სწორი ნახატების შერჩევა სხვადასხვა სივრცეს ჰარმონიულად დააკავშირებს. რაც შეეხება ფერებს, მათი არჩევისას აუცილებელია, სახლი წარმოიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანობა, რადგან თითოეული ოთახის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმვა სარისკოა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ფერების გავლენა განწყობაზე — ზოგიერთი ფერი ბედნიერების განცდას გვანიჭებს, ზოგი გვამშვიდებს, გარკვეულ ფერებს კი შფოთვის გამოწვევაც კი შეუძლიათ.
ფერები, რომლებიც თქვენი ინტერიერის ნაწილი უნდა გახდეს, რეალურ სივრცეში გამოსცადეთ. შესაძლოა, ბუნებრივი განათების პირობებში შერჩეული ტონები ისეთი ეფექტური აღარ მოგეჩვენოთ. თვალდახუჭული ნუ აირჩევთ ფერს, რომელიც სხვის სახლში ნახეთ და მოგეწონათ — შედეგი სივრცის მიხედვით იცვლება. განსაკუთრებული ყურადღება ღია ტონებს მიაქციეთ და სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე სხვადასხვა შეფერილობები მოსინჯეთ, ბაც ტონებზე განათება და გარემოს ფერები დიდ გავლენას ახდენს.
5. არ შეუშინდეთ ძვირი და იაფი დიზაინის ელემენტების კომბინაციას
ფოტო: Grant K. Gibson / Time
მაღალი ფასი ავტომატურად არ ნიშნავს არც კარგ ხელოვნების ნიმუშს, არც ტანსაცმელს და რაღა თქმა უნდა, არც ავეჯს. ყურადღება დაუთმეთ ნაკლებად ცნობილ არტისტებს თუ დიზაინერებს; გაითვალისწინეთ ფორმები, ფერები, თქვენი გემოვნება, კომფორტი და ამის მიხედვით შეარჩიეთ დიზაინის ელემენტები. ყველაზე მოკრძალებული ნივთები, შეიძლება, ყველაზე მეტ დატვირთვას იძენდნენ და ოთახის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად იქცნენ. ვინ თქვა, რომ ძვირფასი ნივთის რაობა გადახდილი ფულის ოდენობით განისაზღვრება?!
6. ინტერიერის დაგეგმვა იატაკიდან დაიწყეთ
ინტერიერის დიზაინის მოწყობა დამღლელი საქმეა — ათასი წვრილმანი უნდა გაითვალისწინო და, პირველ რიგში, საწყისი წერტილის პოვნა უნდა შეძლო. ნებისმიერი ოთახის შემთხვევაში სჯობს, დაგეგმვა იატაკის მასალის შერჩევით დაიწყოთ — არ აქვს მნიშვნელობა, ხის იატაკზე ფიქრობთ, მომცრო ზომის ხალიჩებზე, ფილებზე, ქვაზე თუ ოთახის სრულად ხალიჩით დაფარვაზე. იატაკის დაგეგმვა უკეთ მიგახვედრებთ ოთახის სხვა დეტალების ხასიათი როგორი შეიძლება იყოს. თუ იატაკი ნეიტრალური ფერის იქნება, სივრცის სხვა ნაწილებში ფერების მეტი კომბინაციის შესაძლებლობა გექნებათ.
თუ თქვენი ინტერიერის მთავარი დეტალი ძველებური ხალიჩაა, შეგიძლიათ ამ მასალაში გამოყენებული ფერებო ოთახის სხვა ელემენტებზე გადაათამაშოთ. ყველა დეტალი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სივრცე უნისონში ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. თუკი მთავარი აქცენტი დივანზე ან სავარძლებზეა, ეს ავტომატურად დაგიწესებთ ლიმიტს ოთახის ყველა სხვა დეტალზე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში იატაკის დაფარვაზე იზრუნეთ და შემდეგ თქვენს შემოქმედებით მხარეს მაქსიმალური გასაქანი მიეცით.
სახლის კომფორტული და გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები