სრულად ციფრული მომსახურება სფეისისგან ბიზნესებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება
პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში - სფეისი სულ მალე იურიდიულ პირებსაც მოემსახურება. პირველი პროდუქტი, რომლითაც სფეის ბიზნესი ბაზარზე გამოჩნდება, იქნება სესხი იურიდიული პირებისთვის, კერძოდ სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის.
"სფეის ბიზნეს სესხზე გვექნება ინოვაციური მიდგომა, როგორც პროდუქტის, ისე ტექნიკური გადაწყვეტების მხრივ. უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო დისტანციური სერვისების ძალა. ჩვენ უკვე ორი წელია სრულად ციფრულ მომსახურებას ვთავაზობთ ფიზიკურ პირებს და მალე, პირველად საქართველოში, ბიზნეს სესხიც გაიცემა მთლიანად ავტომატურად, ადამიანური ჩარევის გარეშე. ამიტომ, აღარ იქნება საჭირო უამრავი საბუთის და ფინანსური ინფორმაციის შეკრება სესხის დამუშავებისთვის, შემდეგ კი დღეების ან კვირების განმავლობაში ლოდინი პასუხის მისაღებად", — აცხადებს ნათია სვანიძე (Product Owner სფეისში)
როგორ იმუშავებს სფეის ბიზნეს სესხი?
"სფეის ბიზნეს სესხის პროცესი უნიკალურია, რადგან ის აგებულია მესამე მხარეებთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მომენტალურად წამოღებაზე. პროცესი მეწარმეს საშუალებას აძლევს, სესხზე განაცხადი გააკეთოს სახლიდან გაუსვლელად და პასუხი მიიღოს მყისიერად. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მეწარმეების, ისე ბუღალტრების დროს", - გვიხსნის ანა ქარქაშაძე (ბიზნეს ანალიტიკოსი სფეისში)
განსხვავებული და ამავდროულად ბიზნესების საჭიროებებზე მორგებულია პროდუქტის შინაარსიც. "მომხმარებელს შეეძლება დაიმტკიცოს მაქსიმალური ლიმიტი 1 წლით, რომელზეც არავითარ პროცენტს არ გადაიხდის, თუმცა გარანტირებული თანხა ერთი წლის განმავლობაში მის განკარგულებაში იქნება. პროცენტი დაერიცხება მხოლოდ ათვისებულ თანხას. დამტკიცებული ლიმიტიდან თანხის ათვისება შეეძლება მარტივად, სულ რამდენიმე კლიკით. ამასთან, სესხის წინსწრებით დაფარვა უფასოა, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს, მარტივად დააფინანსონ ფულის დეფიციტი, გადააგორონ რთული ფინანსური დღეები და სესხი დაფარონ ყოველგვარი ბარიერის გარეშე მაშინ, როდესაც ბიზნესს უკვე შემოსავალი ექნება", - ამბობს თეკო ისაკაძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი სფეისში)
სფეისი სულ ორი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და გარდა სერვისების დამატებისა, უკვე ორ ქვეყანაში უზბეკეთსა და გერმანიაში ექსპანსიაზე მუშაობს. როგორც სფეისში აცხადებენ, წლის ბოლომდე ქართული ნეობანკი, ორივე ქვეყანაში გაეშვება.
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
კომენტარები