100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან. ინფორმაციას ადასტურებენ გათავისუფლებული თანამშრომლებიც და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ კომენტარებში.

ჯაბახიძე თანაშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად „გაბერილი შტატებს“ ასახელებს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებას არ უკავშირებს.

”ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლებაც მიღებული და რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული”, - განმარტა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, მათ თანამდებობების დატოვების შესახებ „უცაბედად“ შეიტყვეს.

„საახალწლოდ დაგვტოვეს ამდენი ხალხი ულუკმა-პუროდ. დაახლოებით 100 კაცამდე ვიქნებით მარტო ამ ბატალიონიდან. ეხლა სხვა ჯარებში არ ვიცი რა ხდება... შტატები გაგვიუქმეს საერთოდ“, - უთხრა „იმედს“ სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა შოთა მათიაშვილმა.