ჩამორთმეული ქონება და ქუჩაში დარჩენილი ხალხი — ხელისუფლება დუმილის ხარჯზე მდიდრდება — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახელებს. ამასთან, მიაჩნია, რომ საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს ასტრონომიული ციფრებით მოგების ჩვენება.
ვაშაძის განცხადებით, წელს ბანკებმა მოსახლეობის ხარჯზე 50 მილიონი ლარით მეტი ქონება დაისაკუთრეს, ვიდრე შარშან. მათ ანგარიშზე 220 407 109 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქის ხარჯზე.
"ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა დამსხვრეული ოცნებების ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ 4 ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები და საბანკო ქმედებები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს. ეს ნათლად ჩანს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშში.
ეს არ არის რაიმე საექსპერტო დასკვნა ან ვინმეს გამოქვეყნებული მონაცემი. ეს ნიშნავს, რომ ის 5 მრდ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა არ ვიცით. სახელმწიფო საით მიემართება არავინ უწყისს, ფაქტია არცერთი ლარი არ მიდის ტურიზმის სექტორის, მანქანების რეექსპორტის სექტორის და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის გადასარჩენად, ის უბრალოდ ხმარდება კერძო პირების ქონების დაცვას. კრიზისი ყველასთვისაა და როცა ამ ფონზე სახელმწიფო აცხადებს, რომ ეხმარება ბიზნესს და მოქალაქეებს, რეალურად არაფერი ქმედება არ ჩანს. ჩვენ პირიქით გვიბრუნდება - ბანკები მიდიან და ართმევენ ქონებას ადამიანებს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი აღნიშნავს, რომ მას პრეტენზია ბანკებთან არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან ბიზნეს სუბიექტები არიან და მათ საქმიანობაში ასე ღიად ვერ ჩაერევა.
"მაგრამ როცა შენ ხარ ხელისუფალი, გამოდიხარ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახი, რომ მე ვეხმარები ხალხს, ვსვამ კითხვას ეს არის თქვენი დახმარება? 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა. მიმაჩნია, რომ ეს დასაწყისია და მესამე კვარტალი კიდევ უფრო უარესი იქნება და ა.შ მე მინდა საზოგადოებას მივმართო: ხალხნო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონავირუსის დროს, კაპიკები ხალხს. 45 მლნ მოიპარეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ამ მძიმე ვითარებაში.
უფრო მეტიც, არცერთი კაპიკი არ მიდის რეალურად ხალხის დასახმარებლად და ამის ნათელი მაგალითები ბევრია: ბიზნესი კოტრდება, ქონებების ჩამორთმევის სერიები მთელ საქართველოში გრძელდება. 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ბანკებმა. ხალხი ქუჩაში რჩება სახლების, ბიზნესისა და სასტუმროების გარეშე, რაშიც ჩადეს მთელი ენერგია. აბსოლუტურად ყველაფერი გაკოტრებულია და შიმშილისთვის არიან განწირულები. ეს უსამართლობა როდემდე უნდა გაგრძელდეს?" — ამბობს ვაშაძე და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ 31 ოქტომბერს დამსხვრეული ოცნებების მატყუარა რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება.
"ნუთუ კიდევ ვინმეს სჯერა საქართველოში მატყუარა ივანიშვილის მთავრობის, რომლებმაც ამ რვა წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება. აი, ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს და ეს უსამართლობა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. მივმართავ საზოგადოებას , თითოეულ ადამიანს, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ამისთვის ჩვენ გვჭირდება დავადგეთ აღმშენებლობის გზას. აქედან გამომდინარე გთხოვთ სრული მობილიზება გავაკეთოთ და კარგად დავინახოთ როგორ მატყუარა და თაღლით ადამიანებთან გვაქვს საქმე დღეს გახარიების, ივანიშვილების და სხვა სახით", — აღნიშნავს სტრატეგია აღამაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები