საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასტერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების წარდგენას. ამჯერად ბანკი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მეშვეობით, მისი პარტნიორის, ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლის - Extra.ge-ს კამპანიაში ჩაერთო. კამპანია Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლების შეთავაზებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, ყველა, ვინც 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ექსტრაზე არსებული შეთავაზებებით ისარგებლებს, 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს, საიდანაც 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებას Mastercard-ი ფარავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის.
მომხმარებელი ფასდაკლებას 46 პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე მიიღებს. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.
რადგან როგორც sCool Card-ი, ასევე სტუდენტური ბარათი Mastercard-ია, მის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით.
"მოხარული ვართ რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებულ კამპანიას ვთავაზობთ. ამ კამპანიის ფარგლებში sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელებს, მათ ვინც სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის ემზადება, ვაძლევთ შესაძლებლობას, 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში თუ ნივთს Extra.ge-დან და თანაც Mastercard-ის მეშვეობით შეიძენენ. გვინდა ამ შეთავაზებით ყველას მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვოთ წარმატება და ვურჩიოთ რომ დაზოგონ Mastercard-თან, საქართველოს ბანკთან და Extra.ge-სთან ერთად", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციას, განსაკუთრებული პირობებით. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ. www.extra.ge-ზე წარმოდგენილი 300-ზე მეტი პარტნიორიდან, 46 მაღაზია უკვე მზად არის, განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთოს მომხმარებელს ონლაინ შოპინგისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული, სტუდენტებისა და მშობლების სურვილებით დამთავრებული, მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე გააკეთოს შენაძენი, რომელიც სჭირდება და რაც მთავარია გაუხარდება. მადლობას ვუხდით Mastercard-ს და საქართველოს ბანკს, რომელთა ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა", — განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.
"მოხარულები ვართ და მივესალმებით Online Marketplace-ების გააქტიურებას ქართულ ბაზარზე. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ შოპინგის ისეთი მარტივი და კომფორტული გამოცდილების მიღება, როგორსაც Extra.ge Mastercard-ის ყველა მომხმარებელს სთავაზობს", — აცხადებს Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, იგორ სტეპანოვი.
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები