პროკურატურამ უპასუხისმგებლოდ გვითხრა გამოძიების საფუძველი არ არსებობსო, აუდიტს მიმართეს — ხოშტარია ალიანსზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურამ პატრიოტთა ალიანსის საქმეზე ფორმალური და "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" პასუხი გასცა. მისი თქმით, უწყებაში განუცხადეს, რომ სავარაუდო რუსულ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი არ არსებობს და აუდიტის სამსახურს მიმართეს.
"თითქოს ეს არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ სისწორეში და გამჭირვალეობაში ფინანსური საკითხების. დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო, რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე, პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის არამარტო ინსტრუქცია, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისე კონკრეტულად ამ წინასაარჩევნო პერიოდში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ჩვენ ვნახეთ ბათუმში, კონკრეტული პროვოკაციული, შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა", — განაცხადა მან.
ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ამ საქმის არსათანადოდ გამოძიება რუსულ ინტერესებშია, რისი პასუხისმგებლობაც ქართულ ოცნებას ეკისრება.
"აქ სიახლე არც რუსული პროპაგანდაა, არც ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, და არც ის, რომ პატრიოთა ალიანსი პრო-რუსული, სახელმწიფოს მიმართ მტრული ძალაა. აქ საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის".
მანვე კიდევ ერთხელ მიმართა სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, რომესაც ევალება სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვა რუსული, მტრული პოლიტიკისგან, სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს.
"გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და არ მიცენ რუსეთს საშუალება, ასე ღიად ჩაერიონ ჩვენ წინა საარჩევნო პერიოში. ამ შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა, რუსული ინტერესების გატარებისა საქართველოში, ეკისრება ქართულ ოცნებას", — განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. ამის მიზეზი ცენტრ დოსიეს გამოძიება გახდა, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსი კრემლიდან წინასაარჩევნოდ ფინანსდება. ხოშტარიას თქმით, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას.
გაიგეთ მეტი:
- კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
- 8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 — ინაშვილი რუსეთიდან სავარაუდო დაფინანსებაზე
- თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს — მდინარაძე პატრიოტთა ალიანსზე
- ეს ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად — კაპანაძე დოსიეს გამოძიებასა და პატრიოტთა ალიანსზე
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები