ლელომ კიდევ ერთი ორგანიზაცია გახსნა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
ფოტო: ლელო
31 აგვისტოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის გურჯაანში კიდევ ერთი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე ლელოს მხარდამჭერები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
რაიონული ორგანიზაციის გახსნას ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზრაძე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს გურჯაანმა არსებული დაბრკოლებები. ლელოს გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას გიორგი ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გურჯაანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და რეგიონის განვითარებაზე ესაუბრა.
"გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგენლობა და ასევე, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკატერინე ქვლივიძე არის გამორჩეული სამხედრო მფრინავი დამოუკიდებელ საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის რეალური ცვლილებები მოახდინოს ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ დაკომპლექტებული სერიოზული პროფესიონალებით და იმ ადამიანებით, ვინც იცის, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ქართული ოცნების გამო იმყოფება", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს თავმჯდომარემ საარჩევნო დღის განკარგულების გამოცემასა და საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ლელომ მაჟორიტარობის კანდიდატი თითქმის, ყველა ოლქში წარადგინა.
"იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელიც უნდა დავასახელოთ რამდენიმე დღეში, წარვუდგენთ საზოგადოებას. პრაქტიკულად, გასული ვართ საარჩევნო ველზე, მიდის სეიროზული მუშაობა, იმედია ბრძანებაც იქნება გამოცემული. ჩვენ ძალიან სერიოზული შემართებითა და შედეგებით შევხვდებით არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების იმედით", —განაცხადა ხაზარაძემ.
გურჯაანის რაიონული ოფისის გახსნის დროს, მოსახლეობას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკატერინე ქვლივიძემაც მიმართა. მან მზაობა გამოთქვა რეგიონის პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.
ვიყო ამ ადამიანების დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან საპასუხისმგებლოა, ამით მე ამაყი ვარ. მზადყოფნას გამოვთქვამ ყველა იმ საკითხში, რაც აწუხებს რეგიონს, რომ ერთად მოვაგვაროთ. დღეიდან მე ლელოს ჯარისკაცი ვარ და აქედან ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსთვის. ეს არის პროფესიონალთა ჯგუფი და ამაყი ვარ იმ ინოვაციური მიდგომით, რომელიც მათ გააჩნია", — განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები